საბა კვირკველია ჩეხეთიდან მოსკოვში 1/16 ფინალის საგზურით ბრუნდება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის უკანასკნელ ტურში საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" სტუმრად აუტსაიდერ "ზლინს" შეხვდა, რომელიც ჩეხეთის ჩემპიონატზე მე-9 ადგილზეა. ამ გუნდის 6 575-იანი სტადიონი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და თამაში ოლომოუცის 12 566-იან არენაზე ჩატარდა.

ჩატარდა და "რკინიგზელებმა" ადვილად მოიგეს 2:0. საბამ როგორც ყოველთვის შეუცვლელად ითამაშა, დამაჯერებლად გაისარჯა და მეტოქე გუნდის თავდამსხმელებს გასაქანი არ მისცა.

მეორე შეხვედრაში მოვლენები "ლოკოს" სასარგებლოდ განვითარდა, "კოპენჰაგენმა" სახლში 2:0 სძლია ტირასპოლის "შერიფს", მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო საბას გუნდმა პირველი პოზიცია დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საბა გილოცავ და დამდეგ ახალ წელს უფრო მეტ და დიდ წარმატებებს გისურვებ კლუბშიც და ეროვნულ ნაკრებშიც.
gizog
12:30 08-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული