9 ქართველი ლეგიონერი რომელიც შეიძლება ახალ კლუბში ვიხილოთ

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და დიდი ალბათობით ქართველი ლეგიონერების ნაწილი ახალ კლუბებში იასპარეზებენ. გთავაზობთ 9 ფეხბურთელს, რომლებმაც მომავალ სეზონში შეიძლება ახალი კლუბის ფორმა მოირგონ.

გიორგი აბურჯანია - ქართველმა ნახევარმცველმა ინტერვიუში დაგვიდასტურაა, რომ ახალ კლუბს ეძებს და მოლაპარაკებები ესპანურ და ბელგიურ გუნდებთან მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების წევრს "სევილიის" მე-2 გუნდში სათამაშო დრო ნაკლებად ეძლეოდა და ამ სეზონში 10 ჩატარებული მატჩიდან ერთხელ იყო ძირითადში.

 

გიორგი მაკარიძე - საქართველოს ნაკრების მეკარის მცდელობა, ზაფხულში გადასულიყო "ბენფიკაში" კრახით

დასრულდა და საპასუხოდ "მორეირენსეს" კლუბში დარჩენილი მაკარიძე განაცხადში აღარ შეჰყავდა. გიორგი ახალი გუნდის ძიებაშია და დიდი ალბათობით ეს ისევ პორტუგალიური კლუბი იქნება.

 

ვაკო გვილია - წინა სეზონში "ბატეს" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ სეზონში მხოლოდ სათადარიგო სკამს დასჯერდა და მას თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ. ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველი დიდი ალბათობით ახალი კლუბის ძიებაშია.

 

გიორგი არაბიძე - ჯერ კიდევ ზაფხულში იყო საუბარი, რომ შეიძლება ახალგაზრდა შემტევს "შახტარი" დაეტოვებინა, თუმცა სეზონის ნახევარი 21-წლამდელთა გუნდში გაატარა სადაც განსაკუთრებული შედეგით თავი არ გამოუჩენია. მოსალოდნელია, რომ ამ ზამთარშივე ვიხილოთ გიორგი ახალ გუნდში და უკრაინული გუნდი მის ტრანსფერს არ შეაფერხებს.

 

ჯაბა კანკავა - ზაფხულის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავისუფალი აგენტია და ახალი კლუბის ძიებაშია. როგორც ყაზახური გამოცემები წერდნენ ის "ტობოლის" ფეხბურთელი გახდება, თუმცა კლუბის მხრიდან ეს ჯერ კიდევ არ დადასტურებულა.

 

ნიკა ძალამიძე - ქართველი ლეგიონერი ბუქარესტის "იუვენტუსის" დატოვებას აპირებს, ეს sportall-თან ინტერვიუში განაცხადა და იანვრიდან ოფიციალურად ახალი კლუბის ფორმას მოირგებს. რუმინულ კლუბში 9 ჩატარებული მატჩიდან, 2 გოლი არის მის ანგარიშზე.

 

მათე ცინცაძე - თბილისის "დინამოდან" წასული ნიჭიერი ნახევარმცველის კარიერა პოლონეთში ვერ აეწყო. ბოლო პერიოდი ის "პოგონის" დუბლებში მე-3 ლიგაში ასპარეზობს, სადაც 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. სავარაუდოდ ზუსტად 1 წლის შემდეგ, მათე კლუბს გამოიცვლის და არ არის გამორიცხული, რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს.

 

ბუდუ ზივზივაძე - ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელსაც ვერ წაუვიდა ევროპული კარიერა იდეალურად და დანიის მე-2 ლიგის ბინადარ "ეისბერგის" სარეზერვო გუნდში იმყოფება, სადაც მის ანგარიშზე 5 მატჩში 1 გოლია. დიდი ალბათობით ბუდუც ეროვნულ ლიგას დაუბრუნდება.

 

გოგიტა გოგუა - "ოკჟტეპესი" ყაზახეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდა და დიდი ალბათობით ქართველი ვეტერანი კლუბს შეიცვლის. დიდი ალბათობით ის ისევ ყაზახეთში გააგრძელებს კარიერას.

მკითხველის კომენტარები / 11 /
აი რატო არ ვითარდებიან ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელები,როგორ გინდა განვითარდე?სკამის ხეხვით?თუ უმდაბლესი ქვეყნის მე-3მე ლიგის გუნდის დუბლებში თამაშით? შე კაი კაცო განვითარდი ჯერ შენს ქვეყანაში რაღაც გააკეთე ჯერ აქ და მერე წადი ,ანუ აქ უნდა ჩამოყალიბდე ძლიერ ფეხბურთელად,აიღეთ ბუქარესტის დინამოს მაგალითიდან ....ვერ ისწავლეს ამ უტვინოებმა ჭკუა და იკარგებიან კიდევაც...
ვაი თქვენს პატრონს
10 დეკემბერი 2017 21:34
0
დაბრუნდნენ კარგია, მაგრამ სად დაბრუნდნენ? ქართულ კლუბებში სადაც მოგებულ მატჩზე ბონუსი 250 ლარია და იმასაც არ ურიცხავენ?? ხელფასები სადაც ორი და სამი თვე ისე გადის რო არ გერიცხება, უნამუსობაა, კიდე კარგი რომ ამ ბიჭებს უყვართ ფეხბურთი თორემ საქართველოში ფეხბურთი როგორც სამსახური ფეხბურთელებისთვის ნამდვილად წამგებიანია. შეგრცხვეთ კლუბის მეპატრონეებო და მივაფსი ფედერაციას!!!
basko
10 დეკემბერი 2017 21:05
3
დროა დაბრუნდნენ საქართველოში და ეროვნულ ლიგაში ითამაშონ...
tngh
10 დეკემბერი 2017 19:05
0
ღადაობა რა არის იცით?,,ქართველი ფეხბურთელი''ნერვებზე ურტყავს
მიხა
10 დეკემბერი 2017 18:36
5
ქართულ კლუბებში დაბრუნდნენ უკეთესი იქნება, ევროტურნირებზე მიიღონ მონაწილეობა თავი გამოიჩინონ, კარგი ევროპული კლუბები მხოლოდ მაშინ დაინტერესთებიან...
ქომაგი
10 დეკემბერი 2017 16:22
0
როგადავლენ მაშინ დაწერეთ
A
10 დეკემბერი 2017 15:00
1
მე მგონი ეშველათ რეალს,ბარსას,ჩელსის......
maxa
10 დეკემბერი 2017 14:48
6
სიზარმაცე ყველაზე დიდი პრობლემა რაც აქვთ მენტალურად ქართველ ფეხბურთელებს ფეხბურთი კი ყველაზე შრომატევადი სპორტია ყველა სხვა სპორტთან შედარებით ამ გუნდებშიც კი მეორე ხარისხოვან ევროპულ გუნდებში ვერ იმკვიდრებენ ადგილს ზოგი ზარმაცია ზოგმა ენა არ იცის ზოგი ვერ ეწყობა გუნდს ხასიათის გამო და ა.შ დღეს უკვე ისეთი ეპოქა რომ ყველა გუნდს აქვს საკუთარი აკადემია და აქედან აყენებენ სასტავს და თუ ლეგიონერს ყიდულობენ ის უნდა იყოს იმ ადგილობრივ ფეხბურთელზე მაღალი დონის და ჩვენები სამწუხაროდ 1-2 გამონაკლისის გარდა ვერ აკმაყოფილებენ იმ დონეს და სტანდარტებს რასაც ითხოვს გუნდი მათგან თორე სპეციალურად არავინ სვამს ამათ სკამზე ევროპაში წასვლა ერთია ,ხოლო იქ თამაში და თავის დამკვიდრება კიდევ მეორე.
gio
10 დეკემბერი 2017 14:39
1
ზივზივაძე არ იყო რო თქვა ჩემი თავი ამოვწურე საქართველოშიო??? დინამოს უარი უთხრა და დანიის მეორელიგის ზამენაზე ზის !!! აღარ უნდა მიიწვიოს არცერთმა ქართულმა გუნდმა ეგეთი ფეხბურთელები, გაიტანენ ერთ-ორ გოლს და თავი ვარსკვლავები გონიათ. მარტო ზივზივაძეს არ ეხება ეს, ყველას ეხება ვინც მასე გარბის აქედან.
გიორგი
10 დეკემბერი 2017 14:12
0
100#-ნი
ასევე
10 დეკემბერი 2017 21:36
0
ჩვენი ფეხბურთელების და აგენტების მინუსი რა არის იცით? მხოლოდ ხელფასს ხარბდებიან და ისეთ გუნდებში გადადიან, სადაც ან არ თამაშობენ ან დაბალი დონეა. ზაზა ფაჩულიას მაგალითი ცოტა სხვა თემაა, მაგრამ გააფორმეთ ისეთი კონტრაქტები, როდესაც გარანტირებული ადგილი გექნებათ ძირითადში და ხელფასი მეორეხარისხოვანი იქნება პირველ ეტაპზე, გუნდს თქვენს მიმართ ნდობა ექნება და კარიერაც წარმატებული გამოვა და კარგ მოთამაშეს ყველა აფასებს!
ვახტანგი
10 დეკემბერი 2017 13:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული