ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯაბა ჯიღაური: მოუთმენლად ველოდები აზერბაიჯანის ნაკრებთან შეხვედრას

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მაკედონიური "ვარდარის" ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებების ამხანაგური მატჩის შესახებ Azerisport.com-თან ისაუბრა.

''მოუთმენლად ველოდები აზერბაიჯანის ნაკრებთან შეხვედრას. ვფიქრობ, რომ მათ კარგი გუნდი ჰყავთ და მატჩიც საინტერესო გამოვა.

კარგად ვიცი, რომ აზერბაიჯანს ყურბან ყურბანოვის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს და ამ ადამიანმა ''ყარაბახთან'' ერთად დიდ წარმატებას მიაღწია და ითამაშა ''ჩემპიონთა ლიგაზე''.

ვფიქრობ, რომ როგორც ჩვენთვის, ისე მეტოქისთვის, შეხვედრა საინტერესო იქნება'', - აღნიშნა ჯიღაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ