ანანიძე, ოქრიაშვილი და ლორია - ვინ წავა, როცა რუსეთში ახალი ლიმიტი იქნება

AutoSharing Option
რუსულმა საიტმა Sovsport.ru-მ ადგილობრივი პრემიერლიგის ახალი რეგულაციების შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

საქმე იმაშია, რომ 3 წლის შემდეგ კლუბებს ლეგიონერების ლიმიტი შეუმცირდებათ.

აქამდე ისინი 10+15 სისტემით მოქმედებდნენ, ამის შემდეგ კი რუსულ კლუბებს განაცხადში მხოლოდ 7-8 უცხოელი ფეხბურთელის შეყვანა შეეძლებათ.

საიტის სიაში კლუბებიდან სავარაუდო წამსვლელთა შორის მოსკოვის "სპრტაკის" ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე და ასევე, "კრასნოდარის" ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი მოხვდნენ.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც სტატიის მიხედვით შესაძლოა კლუბი შეიცვალოს ლიმიტის ამოქმედების შემდეგ, "ანჟის" მეკარე გიორგი ლორიაა.

ანანიძე და ოქრიაშვილი თავიანთ კლუბებს დიდი ხანია ტრავმის
გამო ვერ ეხმარებიან, ლორია კი მახაჭყალური კლუბის ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობს.

მიმდინარე სეზონში ნათამაშები წუთები:

ჯანო ანანიძე - 302 წუთი
თორნიკე ოქრიაშვილი - 84 წუთი
გიორგი ლორია - 720 წუთი
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას პროფესორობთ 3 წლის შემდეგ წასვლა-დარჩნაზე? ჯერ ისიც არაა ცნობილი შემდეგ სეზონში ვინ სად იქნება.
ფერნანდო
18:08 27-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული