ლევან მჭედლიძე თბილისში "ემპოლის" ერთ-ერთ მწვრთნელთან ერთად იმყოფება

AutoSharing Option
ლევან მჭედლიძე თბილისშია და მასთან ერთად "ემპოლის" ფიზმომზადების მწვრთნელი ფრანჩესკო ჩინიჩი იმყოფება.

"ფეხბურთელები 8 იანვრამდე შვებულებაში არიან და ერთ-ერთი ასეთი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძეა.

ქართველი თბილისში გაემგზავრა და მასთან ერთად იმყოფება ფრანჩესკო ჩინიჩი.

ფიზმომზადების მწვრთნელი სექტემბრიდან ლევან მჭედლიძეს რეაბილიტაციაში ძალიან ეხმარება.

არცერთი დღე არ შეიძლება, რომ მოვიცადოთ, დროა, ლევანი მალე დაბრუნდეს", - ნათქვამია "ემპოლის" საიტზე.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძემ ტრავმა 23 აპრილს, ''მილანის'' წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო.

იმ მატჩში ქართველმა ფორვარდმა თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა, ხოლო 53-ე წუთზე მძიმე ტრავმა მიიღო და
იგი მასიმო მაკარონემ შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული