რა შანსები აქვს საბა კვირკველიას პრემიერლიგაში?

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საბა კვირკველიას შესახებ საუბარი კვლავ აქტუალური გახდა.

ქართველი მცველის მომავალს ბრიტანული პრესა პრემიერლიგას უკავშირებს და გამოიკვეთა ფავორიტი კლუბები, რომლებშიც შეიძლება ნაკრების მცველი ვიხილოთ.

უახლოესი წარსულიდან ქართველი ფეხბურთელის წამყვან ჩემპიონატში გადასვლა, ძირითადად, კრახით სრულდებოდა. მას არ ეძლეოდა სათამაშო დრო, საუკეთესო შემთხვევაში სათადარიგო იყო, ხოლო ცუდ შემთხვევაში მეორე გუნდში ხვდებოდა.

რა შანსები აქვს საბა კვირკველიას იმ კლუბებში, როდესაც საუბარია: "მანჩესტერ სიტიზე", "ვესტ ბრომვიჩსა" და "ლესტერზე"?

დავიწყოთ "მანჩესტერ სიტით", სადაც ყველაზე ნაკლებად რეალურია, რომ ეს ტრანსფერი განხორციელდეს. "ქალაქელებს" სჭირდებათ მცველი,
რომელიც სათადარიგო შემადგენლობაში ეყოლებათ, რადგან ბოლო პერიოდში ცენტრალურ მცველად სტაბილურად ნიკოლას ოტამენდის გარდა, ვერავინ ვერ თამაშობს.

ამ პოზიციაზე კონკურენციაში ერთმანეთთან ამჟამად არიან: ნიკოლას ოტამენდი, გუნდის კაპიტანი ვინსენტ კომპანი, ელიაქვიმ მანგალა და ჯონ სტოუნსი. ამათგან ბოლო სამს ამ სეზონში ჯამში 10 მატჩში არ მიუღიათ მონაწილეობა.

ხოლო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისიც, რამდენად შეძლებს საბა კვირკველია, რომლისთვისაც პრემიერლიგა ახალი გამოწვევა იქნება, იმ ფეხბურთელების ძლევას, რომლებიც წლებია ამ დონეზე თამაშობენ. აქედან გამომდინარე, "სიტი" ალბათ ისეთ ფეხბურთელს მოძებნის, რომელიც გარანტირებულად შექმნის გუნდში კონკურენციას და არ გააკეთებს არჩევანს პერსპექტიულ ფეხბურთელზე.

ხოლო, თუ საბა გადავა "მანჩესტერში", მას ძალიან მცირე დრო მიეცემა თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად, რომლის გამოყენებაც არცთუ ისე იოლი იქნება, მაგრამ კვირკველიას შრომისმოყვარეობა და ნიჭი შეიძლება გვარდიოლასაც კი მოეწონოს.

ანალოგიური მოთხოვნა აქვს "ლესტერსაც". მათ სათადარიგო მცველი სჭირდებათ, რომლის იმედზეც იქნებიან საჭირო მომენტში. "მელიები" წინა სეზონთან შედარებით ბევრად უკეთესად თამაშობენ, უბრალოდ, მათ უკანა ხაზში მეტი სტაბილურობა ესაჭიროებათ. რეალურად, ამ დროის მდგომარეობით, მათ კარგი შემცვლელი ცენტრალური მცველი არა ჰყავთ.

ზაფხულში ამ პოზიციაზე "ლესტერმა" ჰარი მაგუაირი "ჰალ სიტიდან" და ალექსანდრ დრაგოვიჩი "ლივერკუზენიდან" დაიმატა. ჰარი ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი გახდა, აი, დრაგოვიჩის მომავალი კი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მან მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუცვლელი ფიგურაა გუნდის კაპიტანი ვეს მორგანი, რომელმაც ამ სეზონში ჩატარებულ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. სათადარიგო მცველებს, რობერტ ჰუთსა და იოჰან ბენალუნს საერთოდ არ უთამაშიათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბა კვირკველიას შანსი აქვს, გუნდისთვის მთავარი სათადარიგო ფეხბურთელი გახდეს, რადგან "ლესტერს" ესაჭიროება სათადარიგო ფეხბურთელი, რომლის იმედიც ექნება.

ყველაზე მეტად კარგი ცენტრალური მცველი "ვესტ ბრომვიჩს" ესაჭიროება. გუნდი გასავარდნ ზონაშია და მათი უკანა ხაზი კრიტიკას ვერ უძლებს.

ცენტრალური მცველები ჯონი ევანსი და აჰმედ ჰეგზი, რიგ შემთხვევებში, ძალიან ცუდად თამაშობენ და ვერ ახერხებენ "ალბიონის" სტაბილურად დაცვას. მათი შემცვლელი გარეთ მაქოლი რომ ამ დონეზე სათამაშო ფეხბურთელი არ არის, რამდენჯერმე დაამტკიცა.

ხოლო ამ დროს ინგლისურ კლუბს სხვა არავინ არ ჰყავს და მათთვის მცველი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რომელიც შედარებით იაფი ღირს და შანსს მისცემს, გასავარდნ ზონას თავი დააღწიონ. საბა კი რუსეთში საუკეთესოა, ხოლო რუსეთის პრემიერლიგა ხელწამოსაკრავი ჩემპიონატი ნამდვილად არ არის.

დასკვნის სახით რომ შევაფასოთ, ჯობია, ქართველი მცველი ზაფხულამდე "ლოკომოტივში" დარჩეს და საუკეთესო ფორმა შეინარჩუნოს. რადგან "სიტისა" და "ლესტერში" მისი მომავალი ბუნდოვანია, სათადარიგო ფეხბურთელები ხშირად კარგავენ თავიანთ საუკეთესო შესაძლებლობებს უთამაშებლობით, ხოლო "ვესტ ბრომვიჩი" კი რეალური საფრთხის წინაშე დგას, რომ პრემიერლიგიდან გავარდეს.


მკითხველის კომენტარები / 12 /
უნდა დარჩეს და მოიგოს რუსეთის პრემიერ ლიგა, ხოლო მერე შემოთავაზებები ექნება უკეთესი. ჩემი აზრით იმ გუნდში უნდა გადავიდეს სადაც ექნება სათამაშო დრო, ნაკრებიც არ უნდა დაგვავიწყდეს.
გიო
08 იანვარი 2018 03:42
0
უდავოდ, ეს ბიჭი ძალიან კარგი მცველია.მისი შემდგომი განვითარებისათვის პრემიერლიგა საუკეთესოა,მაგრამ არა ეხლა.ვეთანხმები აზრს,რომ ზაფხულამდე კიდე უკეთეს ფორმაში იყოს და მერე წავიდეს.
sake
06 იანვარი 2018 11:58
0
სიომინს ვეთანხმები უნდა დარჩეს სეზონის ბოლომდე და უკეთესი გუნდები შესთავაზებენ ბევრად რეალურ წინადადებას.
jkl
05 იანვარი 2018 23:00
1
რა უნდათ ამ რუსეთში? თუ პრემიერლიგის ისეტი გუნდი, როგორიცაა სიტი, კონტრაქტს გთავაზობს მაშინ რა დროს ლოკომოტივია, რომელშიც 1 წელია არ გასულა, რომ შეუერთდა.
George²
05 იანვარი 2018 20:15
5
ლესტერს ექნება ისეთი თამაშებიც, სადაც ორი ცენტრი დასჭირდება. საბას უფრო დიდი შანსი დამკვიდრების ლესტერში აქვს
1970
05 იანვარი 2018 18:11
0
ლესტერს ექნება ისეთი თამაშებიც, სადაც ორი ცენტრი დასჭირდება. საბას უფრო დიდი შანსი დამკვიდრების ლესტერში აქვს
1970
05 იანვარი 2018 18:09
0
და თუ მართლაც რეალურია ეს ვარიანტები და არა ჩვენი ჟურნალისტების ფანტაზიები, მაშინ ჯობია მოცილდეს რუსეთს და ლესტერში წავიდეს, სიტიში პრემიერლიგის დებიუტანტ ფეხბურთელს გაუჭირდება კონკურენციის გაწევა მაღალი დონის მცველებთან, აი ლესტერში კი ექნება საბას შანსი, რომ ძირითადის ფეხბურთელი გახდეს, მესამე ვარიანტი არც უნდა განიხილოს, ვესტ ბრომვიჩი უკვე განწირულია და სიტუაციაც ძალიან აწეწილია გუნდის შიგნით
llcl
05 იანვარი 2018 16:50
1
nu ambobtrom ar unda datovos es ruseti to shansi gak tu magari xar xo unda caxvide da daumtkico kvelas rac xar gana kvela kartvels epatijebian premier ligashi? midi sabu unda gamoikeno es shansi da gagvaxaro lestershi tamashi jobs mag rusetis chempionobas......
!!!!!!!!
05 იანვარი 2018 16:27
1
ჩემი აზრით კვერკველიას ამ ეტაპზე ლოკომოტივში დარჩენა უჯობს შემდეგი მიზეზების გამო:
1. ლოკომოტივს ბევრი არაფერი უკლია რომ რუსეთის ჩემპიონი გახდეს.
2. მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს თამაში, რაც საშუალებას მისცემს უკეთესი და უფრო მრავალფეროვანი წინადადებები მიიღოს.
3. როგორც სჩანს სიტიში და ლესტერში ის უდიდესი ალბათობით სათადარიგო იქნება და როგორ იტანს საბა სათადარიგოობას რუბინში კარგად გამოჩნდა.
4. ვესტ ბრომვიჩი დიდი ალბათობით გავარდება პრემიერ ლიგიდან და მაგისთვის საბა ნამდვილად არ მემეტება.

ასე რომ სჯობია ცოტა კიდევ დარჩეს იქ სადაც ენდობიან, აფასებენ და თავის გამოჩენის შესაძლებლობა აქვს და მალე უკეთესი პერსპექტივაც გამოჩნდება!
ირაკლი
05 იანვარი 2018 16:21
0
ფასზე არაფერია ნათქვამი და მაგ ფასად როგორც ლოკომოტივი აფასებს არა მგონია ეხლა ვინმემ აიყვანოს!! აი რუსეთის ჩემპიონატი რომ დასრულდება და ლოკომოტივი თუ მოხვდება პირდაპირ ჯგუფში ჩემპიონთა ლიგაზე (1-2 მეორე ადგილი უნდა დაიკავოს რუსეთის ჩემპიონატში) მანდ უკვე რეალურია 20 მილიონის გადახდა!!
გოგა
05 იანვარი 2018 16:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული