"საქართველოში ბოლომდე ვერაფერს იტყვი... ისევ შენ დაგაზარალებს" - რას აპირებს გიორგი არაბიძე?

AutoSharing Option
სად გააგრძელებს კარიერას გიორგი არაბიძე? ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ჯერაც დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში ირიცხება.

ბოლოს, ჩვენთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბს აუცილებლად შეიცვლიდა.

Sportall.ge არაბიძის მომავლის თემით დაინტერესდა და ფეხბურთელის დედას, ლელა ბრეგვაძეს ესაუბრა.

"ჯერჯერობით გაურკვევლობაში ვართ. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი "შახტარმაც" დაიწყო, მაგრამ, თუ "შახტარის" მწვრთნელი ფონსეკა კლუბიდან არ წავიდა, გიორგის დარჩენა დიდი შეცდომა იქნება.

ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს არ აძლევს. ჯერ პატარა ხარ, მოვა შენი დრო და შანსიო, გიორგის ეუბნება.

არის
რამდენიმე სხვა კლუბზე საუბარი და ვნახოთ, რა გამოვა. შესაძლოა, დაველოდოთ ზაფხულს და როდესაც გიორგი თავისუფალი აგენტი გახდება, წასვლის უფრო მეტი შანსი ექნება.

მთავარია, მან იმ გუნდში ითამაშოს, სადაც უფრო გაიზრდება და მეტი დრო მიეცემა.

გიორგი უკრაინაშია. იგი "შახტარის" 21-წლამდელებთან ერთად შეკრებაზე გაემგზავრება.

"შახტარი" გვარწმუნებს, რომ ფონსეკა ზაფხულში წავა და ერთი წელი მოვიცადოთ, მაგრამ რომ არ წავიდეს, ზაფხულამდე დუბლებში თამაში ხომ დიდი შეცდომა იქნება?!

გუნდების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ თუ კარგი ვარიანტები იქნება, გიორგი "შახტარს" დატოვებს".

ქალბატონ ლელა ბრეგვაძეს კითხვა გიორგის ბოლოდროინდელ განცხადებასთან დაკავშირებით დავუსვით, სადაც მან თქვა, რომ საქართველოში ბევრი არასწორი საქციელი ხდება და ბევრი ფეხბურთელი იჩაგრება.

საქართველოში ბოლომდე ვერაფერს იტყვი... ეს ისევ შენვე დაგაზარალებს", - განაცხადა ბრეგვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
აუ ეს ამბიციები ღუპავს ახალგაზრდებს. ყიფიანი კარგა ხანს იყო დუბლებში მარა არც იბუტებოდა და არც ვარჯიშს იკლებდა, თუმცა მნამდე ერთი ფუთი მარილი უნდა შეჭამოს ისიც თუ ეყოფა, გიორგი დაბალი ტანისაა და ესეც ერთერთი ხელის შემშლელია, ეს ისე.
კოტე
09 იანვარი 2018 11:48
1
ეს ინტერვიუ არის კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება იმ პრობლემისა საქართველოს ფეხბურთში, რასაც დიდი ხანია გავიძახი... მშობლები!!! დაესწარით ახალგაზრდების თამაშს, და დარწმუნდებით, რომ მწვრთნელებზე მეტად მშობლები აქტიურობენ. თუ მართლაც უნდა თამაში, ჩამობრძანდეს საქართველოში და ეროვნულ ლიგაში ითამაშოს...
tngh
08 იანვარი 2018 17:40
8
ეს ინტერვიუ არის კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება იმ პრობლემისა საქართველოს ფეხბურთში, რასაც დიდი ხანია გავიძახი... მშობლები!!! დაესწარით ახალგაზრდების თამაშს, და დარწმუნდებით, რომ მწვრთნელებზე მეტად მშობლები აქტიურობენ.
tngh
08 იანვარი 2018 17:31
5
ამ ბიჭმა საქართველოს ყველა ნაკრებში ითამაშა ეროვნულის ჩათვლით.სხვა საფეხბერთოდ არაფერი აკავშირებს საქართველოსთან და რა უსამართლობაზე ლაპარაკიბს ვერ გავიგე. ლატვიასთან გატანილი გოლის და ადგილზე უაზრო ფინტების გარდა მე მისი მაგარი თამაში ვერ ვნახე და ვიძახოდ ახლა მაგარია მაგარიო. ამ ბიჭს ბევრი პრობლემები აქვს დისციპლინასთან დაკავშირებით და ყველაფრის სხვაზე დაბრალებას ჯობია საკუთარ თავს მიხედოს. თუ რამე სათქმელი აქვს იტყიდა უკვე, თუ არადა ნუ დაღალედ ყველა ამ უაზრო ბრალდებებით.
Satkmeli itkvas
08 იანვარი 2018 17:17
5
ვინც არ უნდა მოვიდეს შახტარში მწვთნელად, არაბიძე ძირითადში მანდ ვერ მოხვდება! მის პოზიციაზე მარლოსი თამაშობს! უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და თან უკვე უკრაინელი და არა ლეგიონერი! არაბიძეს მშვენიერი კონტრანკტი აქვს (ფინანსური თვალსაზრისით) და არსად წასვლაც არ უნდა. რომ ნდომებოდა წასული იქნებოდა უკვე.
andro
08 იანვარი 2018 13:45
1
წადი ბიძია სანამ მაგარი ხარ და აქეთ არც გამოიხედო,დაგღუპავენ
eeeeeeeeeeeehhhhhhhhhhhhh
08 იანვარი 2018 13:40
4
რითია მაგარი. მაგარია და შახტარი არ ათამაშებს ხო??!!
A.
08 იანვარი 2018 17:05
4
არა უნდა წავიდეს, ნებისმიერში, შოტლანდია, პოლონეთი, ჰოლანდია, შვეიცარია, არის იქ 2-3 კაი გუნდი, იგივე ესპანეთის მეორე ლიგა, მაგის ასაკში რუსეთიც არაა ცუდი 3 წლიანი კონტრაქტით კაი ამბიციურ კლუბში, დანიაში, ასევე იტალია-გერმანია-ინგლისის მეორე ლიგების მოწინავე გუნდებში, თურქეთი კატეგორიულად არა. მთავარი მაგისთვის ეხლა 90 წუთიანი მუდმივი პრაქტიკაა საჭირო და ამ ქვეყნებში სტაბილყრი თამაშით მაგი სერიოზულ პრაქტიკა-გამოცდილებას მიიღებს და მაგარ გუნდში გაიჩითება, თავსაც გამოადგება და ქვეყანასაც. ფონსეკას დედაც, ბოლო ბოლო იგივე უკრაინაში გადავიდეს რომელიმე გუნდში. წარმატებები გიოს, აი ეხლა უნდა მას ფედერაციის დახმარება და ნაკრებს მაგარი კადრი გაეზრდება, არაა მაგი დასაკარგი, გაზრდა იყო
vaso
08 იანვარი 2018 13:32
1
დუბლებში მოტივაცია დაკარგა და მიტო უკლო თამაშის ხარისხს და არა მიტო რო არ შეუძლია. ეს ერთი და მეორე გადაზრდილია დუბლებისთვის ეგ ბიჭი აშკარად. ეგარი რეალობა ფონსეკას კიდე უბრალოდ არ ჭირდება მაგარი შეცდომა დაუშვა სიომინთან როარ წავიდა.
zaza
08 იანვარი 2018 12:51
1
დინამო თბილისი ზედგამოჭრილი იქნება მისი კარიერისტვის. ევროტურნირზე თავი გამოიჩინოს და კარგი კლუბიც წაიყვანს.
Qomagi
08 იანვარი 2018 12:39
6
უნიჭიერესია მაგრამ ამ ასაკში ფეხბურთის თამაში უნდა და როცა იმსახურებ და შანსს არ გაძლევენ მორალურად მაგრად იჩაგრები. ეხლა მარადონა ან მესი თუ უნდა რო დაინახონ ამ ბიჭში და იქამდე არ ათამაშონ არასწორია რადგან არცერთი დიდი ფეხბურთელი არ იზრდება სათამაშო პრაქტიკის არქონის გარეშე. რაც შეეხება დუბლებს სანამდე უნდა გააჩერონ აოწურა გიომ უკვე თავისი თავი მანდ და ახალი გამოწვევა ჭირდება.
giorgi
08 იანვარი 2018 12:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული