საქართველოს მოქალაქეობამიღებული ბექა ვაჩიბერაძე რიგის რფშ-ში გადავა

AutoSharing Option
კიევის "დინამომანიის" საიტი ირწმუნება, რომ 22 წლის ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე, რომელმაც ახლახან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, მალე რიგის რფშ-ში (რიგის საფეხბურთო სკოლა) გადავა. გეცოდინებათ, მან შარშან დატოვა "ბეტისი" და თავისუფალი აგენტია.

რფშ-მ ლატვიის 8-გუნდიან ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა, თამაშობს არკადი გრასის სახელობის 250-იან სტადიონზე.

ამ გუნდის ღირსებას გასულ სეზონში ორი ქართველი ლეგიონერი იცავდა: 26 წლის მცველი ლაშა შერგელაშვილი, რომელიც შარშან "სამტრედიადან" გადავიდა და 30 წლის ნახევარმცველი გიორგი დიაკვნიშვილი. გიორგი 2010 წელს თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა რიგის "დაუგავაში" და მას შემდეგ ლატვიის სხვადასხვა
გუნდებში თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნეტა არ პროფესორობდეთ. 40 ათასი ქართველი რო გრინ კარტას ავსებს ყოველ წელს იმაზე რას იტყვით. რომელი იტყვით უარს მოქალაქეობაზე. სხვისი კაი გვშურს და გვინდა ისიც ჩვენსავიტ წუმპეში იყოს
0
გადაირევი რა :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ტიპი ბეტისში თამაშობდა და საქართველოს მოქალაქე გახდა თუ არა კამბოჯის მეოთხე დივიზიონში წავიდა მსაჯად
Goga
12:21 08-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული