საქართველოს მოქალაქეობამიღებული ბექა ვაჩიბერაძე რიგის რფშ-ში გადავა

AutoSharing Option
კიევის "დინამომანიის" საიტი ირწმუნება, რომ 22 წლის ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე, რომელმაც ახლახან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, მალე რიგის რფშ-ში (რიგის საფეხბურთო სკოლა) გადავა. გეცოდინებათ, მან შარშან დატოვა "ბეტისი" და თავისუფალი აგენტია.

რფშ-მ ლატვიის 8-გუნდიან ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა, თამაშობს არკადი გრასის სახელობის 250-იან სტადიონზე.

ამ გუნდის ღირსებას გასულ სეზონში ორი ქართველი ლეგიონერი იცავდა: 26 წლის მცველი ლაშა შერგელაშვილი, რომელიც შარშან "სამტრედიადან" გადავიდა და 30 წლის ნახევარმცველი გიორგი დიაკვნიშვილი. გიორგი 2010 წელს თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა რიგის "დაუგავაში" და მას შემდეგ ლატვიის სხვადასხვა
გუნდებში თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
გადაირევი რა :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ტიპი ბეტისში თამაშობდა და საქართველოს მოქალაქე გახდა თუ არა კამბოჯის მეოთხე დივიზიონში წავიდა მსაჯად
Goga
12:21 08-01-2018
0
კარგად მახსოვს, ეს ბიჭი როგორ არ ჩქარობდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებას როცა უკრაინის ახალგაზრდულში ლიდერად ითვლებოდა და ბეტისის პერსპექტივა ჰქონდა. შეიძლება ვინმემ საწყენად მიიღოს მაგრამ როგორ არ ვიფიქროთ რომ როცა თამაშს მოუკლო საქართველოც მაშინ გაახსენდა და ამას ადასტურებს აი ეს კლუბი სადაც ეხლა გადავიდა. საწყენია რომ საფეხბურთო სექონდჰენდი ვართ ჩვენივე თანამემამულეებისთვისაც კი...
valderrama
12:03 08-01-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული