თორნიკე ოქრიაშვილი "კრასნოდარს" მოსამზადებელ შეკრებაზე გაჰყვა

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" მოსამზადებელ ეტაპზე აბუ-დაბიში გაემგზავრა.

რუსულ კლუბს ქართველი შემტევიც თან ახლავს, რომელსაც ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, ტრავმის გამო აღარ უთამაშია.

"კრასნოდარი" მოსამზადებელ ეტაპზე ორ შეხვედრას გამართავს. 22 იანვარს მათი მეტოქე ტაშკენტის "ლოკომოტივი" იქნება, ხოლო 26 იანვარს - "ასტანა".

"კრასნოდარი" რუსეთის ჩემპიონატს 3 მარტს განაახლებს. ამ დროისთვის ოქრიაშვილის კლუბი 36 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთელი გულით ვგულშემატკივრობ ამ ბიჭს და მინდა რომ მალე ჩადგეს მწყობრში, მიდი თორნიკე დაამტკიცე რომ პრობლემებს თავი არ უნდა დაუღუნო, წარმატებებს გისურვებ და გელოდები ნაკრებში სათამაშოდ, შენ საქართველოს და ჩვენ გულშემატკივრებს გვჭირდები, უნდა გახვიდეთ მინდორზე და ქართველ ხალხს ოცნება აგვიხდინოთ, ერთა ლიგა თქვენი თაობის შანსია და გამოიყენეთ, შენ უნდა წაუძღვე ნაკრებს გოლების გასატანად წინ. ღმერთმა დაიფაროს სრულიად საქართველო და პატრიოტი ადამიანები.
roma
17:56 15-01-2018
0

სიახლეები პოპულარული