"შახტარმა" დავით ხოჭოლავა თურქულ შეკრებაზე წაიყვანა

AutoSharing Option
კი გავრცელდა უკრაინულ პრესაში ინფორმაცია, რომ ქართველ მცველ დავით ხოჭოლავას იჯარით დონეცკის "შახტარი" "მარიუპოლში" უშვებდა, მაგრამ დღეს მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ თურქულ შეკრებაზე თან იახლა.

"მეშახტეები" დილით ჩაფრინდნენ ანტალიაში, საიდანაც ბელეკში ავტობუსით ჩავიდნენ, დაბინავდნენ, ისადილეს და ივარჯიშეს. დონბასური გუნდი სამ ამხანაგურ-საკონტროლო მატჩს ჩაატარებს, 17 თებერვალს უკვე ჩემპიონატზე "ჩერნომორეცს" უმასპინძლებს, ხოლო 21-ში ჩემპიონთა ლიგაზე ხარკოვში "რომას" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე წერთ თითქოს სინჯებზე წაიყვანეს
ვალერი
16 იანვარი 2018 11:34
0
აბა მარიუპოლში გადადისო? სისულელეებს ნუ წერთ, ბაღანა ნახევარფინალში ითამაშებს ლიგის
ავთო
15 იანვარი 2018 20:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული