"მეშახტეები" დილით ჩაფრინდნენ ანტალიაში, საიდანაც ბელეკში ავტობუსით ჩავიდნენ, დაბინავდნენ, ისადილეს და ივარჯიშეს. დონბასური გუნდი სამ ამხანაგურ-საკონტროლო მატჩს ჩაატარებს, 17 თებერვალს უკვე ჩემპიონატზე "ჩერნომორეცს" უმასპინძლებს, ხოლო 21-ში ჩემპიონთა ლიგაზე ხარკოვში "რომას" შეხვდება.