გიორგი ქვილითაიამ ჩინეთის "ბეინცინგს" გოლი გაუტანა

AutoSharing Option
ქართველი თავდამსხმელის გიორგი ქვილითაიას ვენის "რაპიდი" შეკრებას ესპანეთის საკურორტო ქალაქ ბენიდორმში გადის, სადაც პირველ ამხანაგურ-საკონტროლო მატჩში პეკინის "ბეინზინ რენე" დაამარცხა 4:2.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას 120 მაყურებელი დაესწრო და ანგარიში მე-13 წუთზე გიორგიმ გახსნა. მწვრთნელმა გორან ჯურიჩიჩმა ხაზი გაუსვა თავისი ფეხბურთელების მონდომებულ თამაშს და ქვილითაიასა და გუნდის 37 წლის კაპიტანის შტეფენ ჰოფმანის კარგს ურთიერთმოქმედებას მოედანზე.

"რაპიდი" შეკრებაზე კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს, 28 იანვარს "სლოვაცკოსთან", 4 თებერვალს კი ჩემპიონატის 21-ე ტურში "აუსტრიას" დაუპირისპირდება.

"რაპიდი" 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, გიორგიმ კი
16 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული