მათ შორის არც ერთი ჩვენებური არ ყოფილა. "ვორსკლას" საიტი კი იტყობინება, რომ მთელმა გუნდმა იბანავა, მაგრამ სურათებზე არც მცველი ანდრო გიორგაძე ჩანს და არც ნახევარმცველი სანდრო კობახიძე. სამაგიეროდ, "ოლიმპიკის" წარმოშობით ქართველმა მეკარემ ზაურ მახარაძემ იბანავა და კლუბმა მისი ეს ფოტოც გამოაქვეყნა.