გუგა ფალავანდიშვილი ახალ გუნდზე: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ

AutoSharing Option
გუგა ფალავანდიშვილი "პოდბესკიძიეს" ფეხბურთელი გახდა, რომელიც პოლონეთის რანგით მე-2 ლიგაში თამაშობს.

ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელის გადაწყვეტილებას არაერთგავროვანი რეაქცია მოჰყვა გულშემატკივრებში.

ჩვენ გუგა ფალავანდიშვილს დავუკავშირდით და მის ახალ კლუბზე ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, გკითხავ პირველ ემოციებზე, როგორი კლუბია და რამდენად კმაყოფილი ხარ?
- სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ პირობებით და ყველანაირი აღჭურვილობით, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ევროპულ ფეხბურთში ვერთვები. დანარჩენი ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

- გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია იმან, რომ საქართველოს ჩემპიონიდან პოლონეთის რანგით მე-2 ლიგაში გადახვედი. რას გვეტყვი, რეალურად ამხელა განსხვავებაა ჩემპიონატის
დონის მხრივ თუ სხვა მიზეზებმა განაპირობა?
- დონის მიხედვით, ჩემი აზრით, თანაბარია, მაგრამ ერთი ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ ძალიან დიდი დაკვირვებები ხდება და შანსი გაქვს თავის წარმოჩენის შემთხვევაში დიდ საფეხურზე ასვლის.

- კლუბი მე-12 პოზიციაზეა, თუმცა 11 ქულაა სხვაობა ექსტრაკლასაში გადამსვლელ ზონასთან. რას გეგმავს კლუბი, გქონდა თუ არა ამაზე საუბარი?
- შანსი ყოველთვის არის, მაგრამ ჩემი აზრით, წელს ეს ნაკლებად სავარაუდოა, იმის მიუხედავად, რომ ამ ჩემპიონატში არავინ იცის, რა მოხდება. ყოველი წელი მოულოდნელობებით არის სავსე. ვიმედოვნებ, სიურპრიზს შევთავაზებთ გულშემატკივარს მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში.

- ადაპტაცია როგორ გაიარე, როგორ დაგხვდნენ კლუბში? ენის ბარიერი რამდენად დაძლიე?
- ენის ბარიერი არ მაქვს, ინგლისურს კარგად ვფლობ, ასევე რუსულს. ადაპტაცია დამჭირდება და ვიმედოვნებ, ადვილად მოვახერხებ. გარემო, ატმოსფერო და დახვედრა, ყველაფერი იდეალურია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფაქტია წავიდა და მოეწონა, აქ რა დონე გვაქვს ხომ არ იცით? ჩვენზე დაბალი დონე სომხეთშია მარტო
მორწვი
16:20 25-01-2018
3
ლეგიონერი პოლონეთის მეორე ლიგაში და ინტერვიუს წერთ? :))))))) და ეს უნდა წავიკითხოთ ხო? :)))))))
პლმ
14:06 25-01-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული