კრივცოვი მწყობრში ჩადგა და ფონსეკამ ხოჭოლავა მეორე ტაიმში ათამაშა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარმა" თურქულ შეკრებაზე უკანასკნელ ამხანაგურ მატჩში მარცხი განიცადა ზაგრების "დინამოსთან" 0:1.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ მწყობრში ჩადგა მცველი სერგეი კრივცოვი და მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ პირველ ტაიმში ათამაშა, რომელიც 0:0 დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ მოედანზე რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუშვა, კრივცოვი კი ქართველი ლეგიონერით დავით ხოჭოლავათი შეცვალა.

67-ე წუთზე ხორვატული გუნდის ბოსნიელმა თავდამსხმელმა არმინ ჰოჯიჩმა გოლი გაიტანა და "შახტარი" 0:1 დამარცხდა. გაშვებულ გოლში დავითს ბრალი არ მიუძღვის.

დღეს "მეშახტეები" უკრაინაში დაბრუნდნენ, 27 იანვარს კი დუბაიში მეორე შეკრება ეწყებათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული