კაჭარავას "ამკართან" მატჩში მსაჯმა პენალტი არ დაუდო და ყვითელი ბარათი უჩვენა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ქართველი თავდამსხმელის ნიკა კაჭარავას კელცეს "კორონა" საკონტროლო მატჩში პერმის "ამკართან" დამარცხდა 0:3.

მწვრთნელმა ნიკა პირველ ტაიმში ათამაშა, რომელიც 0:0 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი შემადგენლობა შეცვალა და სამი უპასუხო გოლიც გაუშვა.

ერთ ეპიზოდში ნიკა მცველმა საჯარიმოში მოცელა, მსაჯმა კი ჩათვალა, რომ სიმულაციას ჰქონდა ადგილი და ყვითელი ბარათი უჩვენა.

ამით "კორონას" შეკრება დასრულდა, გუნდი პოლონეთში დაბრუნდება და ჩემპიონატის 22-ე ტურში სტუმრად ნიეჩიზას "ტერმალიკას" შეხვდება, რომლის რიგებში ახლახან 19 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ნიკა კვანტალიანი ჩაირიცხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული