ანანიძე მარბელაზე მასკერანოსთან შესახვედრად გაფრინდა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა" დუბაიში შეკრება დაასრულა და მეორე შეკრებაზე ესპანეთის ქალაქ მარბელაზე გაფრინდა.

გუნდთან ერთად გაემგზავრა ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელიც ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს, თუმცა გუნდის სამედიცონო შტაბის ხელმძღვანელის მიხაილ ვართაპეტოვის თქმით, მალე მწყობრში  უნდა ჩადგეს.

ესპანეთში "სახალხო გუნდი" 3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: ბულგარეთის ცსკა-სთან, ჩინეთის "ჰებეი ჩაინა ფორჩუნთან" და პრაღის "სპარტასთან".

როგორც იცით, "ჰებეი ჩაინა ფორჩუნში" "ბარსელონადან" გადავიდა არგენტინელი მცველი ხავიერ მასკერანო და არაა გამორიცხული, ჯანოს მასთან შეხვედრა მოუწიოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული