გიორგი არაბიძე "შახტარში" რჩება - ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ წილისყრის დასრულების შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამ ჯგუფიდან გასვლის დიდი შანსია.

"კარგი ჯგუფია და დიდი შანსია, რომ გავიდეთ. ძალიან სასიხარულოა, რომ შედარებით სუსტ ნაკრებებს გასვლის უფრო დიდი შანსი ეძლევათ. ადვილი თამაში არცერთი არ იქნება, მაგრამ ალბათ, ყველაზე მეტად ყაზახეთთან გაგვიჭირდება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ამ ჯგუფიდან გავიდეთ", - თქვა გიორგიმ.


არაბიძეს დონეცკის "შახტართან" დაკავშირებითაც ვკითხეთ - აპირებს თუ არა იგი კლუბის დატოვებას.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზაფხულამდე
"შახტარში" ვრჩები. ზაფხულში კონტრაქტი მიმთავრდება და მერე გადაწყდება, სადმე წავალ თუ ისევ აქ დავრჩები", - აღნიშნა არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბიძე შესაძლოა "ვერესში" გაანათხოვრონ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დარჩი ბოლოს და ბოლოს შახტარია
doki
13:54 26-01-2018
6
დუბლებში ამდენი ხანი ! მოტივაციის პრობლემა აქვს
dubli
13:15 26-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული