ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გოგიტა გოგუა და შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის რანგით II ლიგაში გადავიდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, 34 წლის გოგიტა გოგუა ყაზახეთის "ოკჟეტპესიდან" ყაზახეთის რანგით მეორე დივიზიონის პეტროპავლოვსკის "კიზილ ჟარა სკ"-ში გადაბარგდა. ის ადრე ამავე ქვეყნის პირველობაზე "ირტიშსა" და "ორდაბასში" თამაშობდა და იქაური პრემიერლიგის 50 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

"ირტიშიდან" "კიზილ ჟარა სკ"-ში აგრეთვე 30 წლის ქართველი ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი გადავიდა. მან გასულ სეზონში 13 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.