დავით ხოჭოლავა: თუ ფიზიკურად არ ხარ მზად, ძნელია გუნდურად თამაში

AutoSharing Option
დუბაიში "კოპენჰაგენთან" წაგებულ მატჩზე (1:2) კომენტარი "შახტარის" ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ გააკეთა:

"რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა ჩემპიონატის პირველი შეხვედრისთვის მომზადებაა. არ მესმის იმ ფეხბურთელებისა, რომლებსაც სპარინგი მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ. ყოველ მატჩში მოგებისთვის ბრძოლაა საჭირო. ასე რომ, დღევანდელმა მარცხმა ძალიან დამწყვიტა გული.

პირველი გოლი მათი პირველივე დარტმისას რიკოშეტით გავუშვით. არ გაგვიმართლა. მეორე გოლისას კი მთელმა დაცვამ არადამაჯერებლად ითამაშა. თეორიულ მეცადინეობაზე ვნახავთ რა და როგორ მოხდა, მწვრთნელები კი შეცდომებზე მიგვითითებენ.

მოედანზე ურთიერთმოქმედება იმით იწყება, რომ ინდივიდუალურად კარგად უნდა გრძნობდე თავს. თუ
ფიზიკურად სათანადოდ არ ხარ მზად, ძნელია გუნდურად თამაში. დღეს პირველ შეხვედრასთან შედარებით უფრო მეტს ვმოძრაობდით და ურთიერთმოქმედებაც უკეთესი გვქონდა. მეტი იყო კომბინაციებიც. შეკრების ბოლოს ფორმის 90%-ში ჩავდგებით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული