დავით სხირტლაძემ საბა ლობჟანიძის "რანდერსს" გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანური შეკრებიდან დაბრუნებული "სილკებორგი" საკუთარ მოედანზე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში დაუზავდა (2:2) "რანდერსს".

ამ შეხვედრას სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, 81-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ პენალტით ანგარიში შეამცირა, ხოლო 86-ეზე ახალწვეულმა ვლადიმირ როდიჩმა ასევე თერტმეტმეტრიანით მეორე გოლი გაიტანა და თამაში ფრედ დასრულდა.

"სილკებორგში" სხირტლაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო მათე ვაწაძე სათადარიგო იყო. რაც შეეხება "რანდერსის" ნახევარმცველს  საბა ლობჟანიძეს, ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.

სხვათა შორის, სხირტლაძემ "ვოლერენგასთან" (1:2) წაგებულ შეხვედრაშიც გაიტანა პენალტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული