ქართველი ფეხბურთელები ევროპის მიღმა: "სოკერი" ქართული არომატით

AutoSharing Option
ამერიკაში ფეხბურთი სულ სხვა ხილია, სულ სხვა წესებითა და სულ სხვა ცხოვრებით.

ამერიკელების საყვარელი სპორტი სხვა ქვეყნებში ნაკლებად უყვართ. ამიტომ დღემდე საკამათოა სიტყვა football. ამერიკული ფეხბურთი მოსახლეობის 37%-ისთვის ფავორიტი სპორტია.

მდევარი კალათბურთია, რომელსაც მოსახლეობის 11% მიიჩნევს საყვარელ სპორტად, შემდეგ კი ბეისბოლი მოდის 9%-ით.

7%-ითა და მეოთხე პოზიციით შემოიფარგლება ფეხბურთი. თუმცა ბოლო პერიოდში აშშ-ში ფეხბურთის დაფინანსება და განვითარება აქტიურად დაიწყეს. მათ სურთ, რომ ევროპაზე ძლიერი საფეხბურთო კლუბები შექმნან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან უჭირთ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

ძალიან ხშირად ვეტერანები გეზს
MLS-ის ლიგისკენ იღებენ. ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ამერიკულ კარიერაზე.

შორს რომ აღარ წავიდეთ და ქართულ-ამერიკულ საფეხბურთო ურთიერთობებზე ვისაუბროთ, აუცილებლად გასახსენებელია ზურაბ ცისკარიძის ულამაზესი გოლი. ზურა ხომ ყველგანაა ნამყოფი: ბრაზილიაში, აშშ-ში, რუსეთში, ტაილანდში და ბოლო პერიოდი შვედეთში "ესკილსტუნას" ღირსებას იცავს.


MLS-ის სატურნირო სისტემა თითქმის გადმოღებულია NBA-დან. როგორც კალათბურთში ხდება, აქაც რეგულარული სეზონია და პლეი-ოფები. ლიგა იმითაცაა გამორჩეული, რომ კანადური გუნდებიც თამაშობენ და საკმაოდ წარმატებულადაც. 2017 წლის სეზონის გამარჯვებული "ტორონტო" გახდა, ხოლო ვანკუვერის "თეთრკეპიანებმა", კარგად გვახსოვს, თუ როგორ გამოთიშა პლეი-ოფებიდან ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე".

ვაკო ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრების წევრია და მის გარშემო რაც ხდება, მუდმივად ინტერესის სფეროშია. შესაბამისად, ქართველი ქომაგიც დაინტერესდა ამერიკული "სოკერით" და მისი ქართული აქცენტით.

ვაკო ყაზაიშვილმა "ლეგიაში" წარუმატებელი სეზონის შემდეგ ბარგი ჩაალაგა და შორს, ფეხბურთის ახალ სამყაროში გაემგზავრა. 14 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა - მისი მონაგარი ასეთი გამოდგა. რა დასამალია და, მისგან უფრო მეტს ველოდით, რადგან ის ჰოლანდიის ერედივიზიაში უფრო შედეგიანიც კი ყოფილა.

ვაკო ყაზაიშვილსა და ზაზა ფაჩულიას ერთი საერთო ამერიკაშიც გამოუჩნდათ - ორივე კალიფორნიულ გუნდში თამაშობს და ერთი შტატის ღირსებას იცავენ. 1974 წელს დაარსებულ კლუბს 2001 წელსა და 2003 წელს აქვს მოგებული MLS. გუნდის ლეგენდა და კაპიტანი კრის ვონდოლოვსკია, რომელიც არა მარტო კალიფორნიაში, არამედ მთელ ამერიკაში ძალიან უყვართ.

კლუბს თავისი "კლასიკოც" აქვს. ეს მაშინ ხდება, როცა "ლა გალაქსის" უპირისპირდებიან. კლუბის სტადიონი 18 000 მაყურებელს იტევს და ხშირ შემთხვევაში ტრიბუნები სავსეა სანხოსეელი ულტრასებით. ქალაქში კი თითქმის 1 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.


ამერიკაში მარტო ვაკო არ გვყავს, რანგით მე-4 ლიგაში, "დეიტონ დატჩ ლიონსში" ასპარეზობს ირაკლი ხუციძე. 2013 წელს "გაგრიდან" გადაბარგებული ნახევარმცველი დღემდე ამ კლუბის ღირსებას იცავს.

რაც შეეხება კლუბს, პატარა ქალაქ კაროლტონში ასპარეზობს და 3000-იანი სტადიონი აქვს. მოსახლეობა სულ 13 000 ადამიანია.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორ გასაგებია რომ ამერიკა ევროპულ ფეხბურთს გადაასწრებს, მაგრამ ეს დედააფეთქებული რა გაგიხდა პოლონეთზე რომ დაწერო. მერამდენჯერ დავაკომენტარო
სალაჰი
11:43 06-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული