დავით ხოჭოლავამ ფაბიო კაპელოს გუნდთან ითამაშა

AutoSharing Option
დუბაიში მიმდინარე Dubai Cup-ის ტურნირზე "შახტარი" 0:1 დამარცხდა ჩინეთის "ცზიანსუ სუნინთან", რომლის მწვრთნელი ფაბიო კაპელოა.

დონბასური გუნდის თავკაცმა პაულო ფონსეკამ ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა და სასტარტოში დააყენა ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა.

მან 33-ე წუთზე მუხლი იტკინა, თუმცა ასპარეზობა გააგრძელა და 61-ე წუთზე შეცვალეს. გოლი ჩინელებმა 77-ე წუთზე გაიტანეს.

ნამატჩევს ფონსეკამ თქვა, რომ მათთვის, ვისაც იშვიათად ათამაშებს, ეს სპარინგი მნიშვნელოვანი იყო როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური და მენტალური თვალსაზრისით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული