sports.ru: ანანიძე დროის უმეტეს ნაწილს მოედანზე კი არა საწოლზე ატარებს

AutoSharing Option
sports.ru: პოპოვი გაანათხოვრეს, ჯანო კი არა. სადაა ლოგიკა?

sports.ru-ს ჟურნალისტმა მარკ ბესონოვმა წერილი გამოაქვეყნა მოსკოვის "სპარტაკის" და მისი ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის შესახებ, რომლის მცირედით შემოკლებულ ვარიანტსაც გთავაზობთ:

"ბულგარელი იველინ პოპოვი "სპარტაკისთვის" ბალასტი გახდა და "რუბინში" გაუშვეს იჯარით, თუმცა "სპარტაკში" კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც მისგან არც სტატუსით, არც სათამაშო დონით და არც ამპლუით არ განსხვავდება.

ჯანო ანანიძე უკვე მრავალი წელია დროის უმეტეს ნაწილს მოედანზე კი არა საავადმყოფოში საწოლზე ატარებს. პოპოვის მსგავსად ისიც 5 წლის წინ მიღწეულ დონეზე გაიჭედა. თუ ბულგარელი
გულშემატკივრებს ნიჭიერ შემსრულებლად დაამახსოვრდებათ, ჯანო ჯერ კიდევ მორცხვი ღიმილის მქონე პერსპექტიული ფეხბურთელის სტატუსის მქონეა, რომელიც დროდადრო თავისი უზარმაზარი ტალანტით გაიბრწყინებს. პოპოვი მალე 31 წლისა გახდება, ანანიძე 26-საა და ვერც ერთი უკვე თავს ზემოთ ვეღარ გადახტება.

"სპარტაკმა" პოპოვის გაშვება და ანანიძის დატოვება არჩია, რომელიც კონკურენციას სამედოვთან, ხანინთან, პაშალიჩთან და მელგარეხოსთან აგებს. გავარკვიოთ, ყველაზე სუსტ რგოლად რატომ მიიჩნიეს იველინი, ვინაც მოედანზე ცეცხლს ვერ ანთებდა, მაგრამ ბრძოლა შეეძლო.

პოპოვი აქტიურად მონაწილეობდა პრესინგში, ბურთის სწრაფად ატანას ცდილობდა და ჯანოსგან განსხვავებით პრესინგის მომენტს შესანიშნავად გრძნობდა. თუმცა, ზუსტი გადაცემებით არ გამოირჩეოდა, ის უფრო მუშა ფეხბურთელია, ვიდრე შემოქმედი.

რომ არა მუდმივი ტრავმები ამ ქართველ ბიჭს უეჭველი მიიწვევდა რომელიმე  სოლიდური ევროპული კლუბი. ახლა კი მისი სატრანსფერო ღირებულება წლიდან წლამდე ეცემა. Transfermarkt-ს მონაცემით გასულ სეზონში მისი ფასი 2.2 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 700 ათასით დაეცა. მან 25 წლის ასაკში ვერ გადააბიჯა პერსპექტიული ბიჭის ზღვარიდან ჩამოყალიბებულ ფეხბურთელობამდე.

საფეხბურთო მონაცემებით ის სჯობს პოპოვს, უფრო გრძნობს თამაშს, ზონებს შორის თავისუფლად იხსნება, მაგრამ პოპოვივით ვარდება ანსამბლიდან. დავაკვირდეთ რომელ გუნდებთან მატჩებში აყენებს ჯანოს მწვრთნელი მასიმო კარერა ძირითად შემადგენლობაში და ყველაფერი ნათელი შეიქნება - "არსენალთან", "ლოკომოტივთან" და "ანჟისთან", რომლებიც უფრო ღია ფეხბურთის მიმდევრები არიან, ცარიელ ზონებს ტოვებენ და მეტოქეს კომბინაციური ფეხბურთის თამაშის საშუალებას აძლევენ.

3 წუთი ჩაკეტილ ცსკა-სთან, 15 ხაბაროვსკის სკა-სთან, სათადარიგოობა "დინამოსთან", "უფასთან", "კრასნოდართან" და "ზენიტთან". ეს გუნდები იშვიათად ტოვებენ თავისუფალ სივრცეებს, საიდანაც უყვარს მას შეტევა. დასკვნა - ის კარერას განსაზღვრულ სიტუაციებში სჭირდება.

აი, რა უთხრა მან სეზონის დასაწყისში ჟურნალისტებს:"იცით, მე შემქმნელი ფეხბურთელი ვარ, მოწინააღმდეგის მომტყუებელი, მომენტების შემქმნელი. როცა მოედანზე არ გადიხარ, ტონუსს კარგავ. ამიტომ აღმოვჩნდი არასახარბიელო ვითარებაში. როდესაც არ ვთამაშობ, ჩემთან ურთიერთობაც არ ღირს. ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა ეს იციან. მხოლოდ მაშინ მირეკავენ, თუ კარგად ვიასპარეზე. ჩემთვის უმთავრესი თამაშია".

სისტემატურად თამაშში კი ხელს ტრავმები უშლის. რატომ ამჯობინა კარერამ პოპოვს ანანიძე? მიზეზი სამია.

1. ჯანო დიდი ხანია გუნდშია და გულშემატკივართათვის შინაურია. ის უყვართ, მისი ჯერ კიდევ სჯერათ და მის გაშვებას მტკივნეულად აღიქვამდნენ.

2. ანანიძე უფრო მრავალმხრივია. უკანდახეული თავდამსხმელის პოზიციიდან შეუძლია მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლოს და კვინსი პრომესს სამოქმედოს ზონა გამოუნთავისუფლოს. აგრეთვე ხშირად მოქმედებს საყრდენი ნახევარმცველის ადგილას და თავისთავად, გამთამაშებლად. ამის მეშვეობით გლუშაკოვს საშუალება ეძლევა მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან წინ აიწიოს, თავად ჯანო კი იერიშისას პირლოს როლს ასრულებს.

3. ტრავმირებული ფეხბურთელის გაყიდვა ან გაიჯარება შეუძლებელია. ამდენად, ტრავმამ გუნდში დარჩენაში ცოტა ხელიც შეუწყო. ყოველ შემთხვევაში, კარერა მზადაა კიდევ ერთი შანსი მისცეს".
მკითხველის კომენტარები / 5 /
Evropuli klubebis rigi udgas da ar midis?
Paata.g
07:53 14-02-2018
1
ანანიძე უნდა წავიდეს ევროპის რომელიმე კლუბში შეაკლა თავი სპარტაკს და მადლობელი არავინაა
ტოტტი
00:37 14-02-2018
18

სიახლეები პოპულარული