ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბალოტელის დუბლის შემდეგ კვირკველიას "ლოკომოტივმა" "ნიცა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში, ქართველი მცველის საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივმა" პირველ ტაიმში მარიო ბალოტელის მიერ შესრულებული დუბლის შემდეგ, 32 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველის მანუელ ფერნანდეშის ჰეთ-თრიკით "ნიცა" 3:2 დაამარცხა. ამ შეხვედრას 35 624-ადგილიან "ალიანც რივიერაზე" 16 918 მაყურებელი დაესწრო.

თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ანგარიში დებიუტში დენისოვის შეცდომის შემდეგ გახსნა, ხოლო 27-ე წუთზე პეიჩინოვიჩმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი ბალომ გაიტანა.

მასპინძლებს კიდევ ჰქონდათ მომენტები და რომ გამოეყენებინათ, "რკინიგზელები" გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ბედად 43-ე წუთზე "ნიცას" მცველმა სერიმ საჯარიმოში ალექსეი მირანჩუკი
მოცელა და თერთმეტმეტრიანი ფერნანდეშმა გამოიყენა.

მეორე ტაიმში თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და 68-ე წუთზე მსაჯმა უკანასკნელი იმედის ჯარიმაზე "ნიცას" მარცხენა მცველი კოლე გააძევა, საჯარიმო კი დიდებულად შეასრულა ფერნანდეშმა და 2:2.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი ფრანგული გუნდი გატყდა და ცოტა ხანში ფერნანდეშმა ჰეთ-თრიკი მიითვალა.

ასე შემოატრიალა "ლოკომ" თითქმის წაგებული თამაში და შემდეგ ეტაპზე გასვლის ჩინებული შანსი აქვს.

კვირკველიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.


ასევე დაგაინტერესებთ