გიორგი ლორიამ თურქულ შეკრებაზე პირველი გოლი გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე მახაჩკალის "ანჟი" გროზნოს "ახმატს" დაუზავდა (1:1).

დღეს "ანჟიმ" ამ შეხვედრამდე ფოთი "კოლხეთი" დაამარცხა 4:1, საღამოს კი "ახმატთან" ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზა და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა ქართველმა გოლკიპერმა გიორგი ლორიამ, რომელმაც წინა 5 სპარინგში კარი მშრალად შეინახა.

მას გოლი 65-ე წუთზე სილვამ 25 მეტრიდან საჯარიმოდან ცხრიანში გაუტანა. საერთოდ კი მატჩი ძალზედ უხეში იყო და გიორგის ექიმებმა ორჯერ აღმოუჩინეს დახმარება. ის ტრადიციულად საიმედო გახდლათ კარის ხაზზე და გამოსვლებზეც კარგად ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული