ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ირაკლი ძარია: ნეტავ, ამდენი მაყურებელი საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზეც დადიოდეს

AutoSharing Option
ალბანური "კუკეშის" ქართველი ფეხბურთელი ირაკლი ძარია გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ადგილობრივ ჩემპიონატსა და დონეზე საუბრობს.

ძარია "კუკეშის" რიგებში შეუცვლელად ასპარეზობს და აქვს შანსი, გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის საგზურიც მოიპოვოს.

- მეორე წრე "კუკეშმა" წარმატებით დაიწყო - თასზეც წინ მიიწევთ და ქვეყნის ჩემპიონატშიც...
- "პარტიზანს" გასვლაზე მოვუგეთ. საერთოდ, ალბანეთში გადმოსვლის შემდეგ შევეჩვიე, რომ იოლად არავინ არაფერს გვითმობს, მაგრამ ასეთ რთულ და მძიმე მატჩში დიდი ხანია, არ მითამაშია.

90 წუთის განმავლობაში ვიყავი მინდორზე და მგონია, ორი
თამაშის ენერგია დავხარჯე. თან მთელი თამაში წვიმდა და ატალახებულმა მოედანმა გაცილებით მეტი ძალა წაგვართვა.

"პარტიზანი" კარგი გუნდია და თან "გიჟი" ფანები ჰყავს. თავიდან 0:1-ს ვაგებდით, მაგრამ ვიბრძოლეთ და საბოლოოდ 3:1 მოვუგეთ. წვიმის გამო თამაშს მხოლოდ 3 ათასამდე მაყურებელი დაესწრო.

- ალბანეთის ჩემპიონატზე ამდენი მაყურებელი დადის?
- ლიდერების თამაშებზე 15-20 ათასიც კი მოსულა. ნახეთ "იუთუბზე" ჩანაწერები და თეთრი შური გაგიჩნდებათ. ნეტავ, ამდენი მაყურებელი საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზეც დადიოდეს.

იხილეთ გაგრძელება Lelo.ge-ზე