გორან ჯურიჩინი: ქვილითაია თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და დუბლიც დამსახურებულად შეასრულა
AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში "რაპიდმა" ვენაში 2:0 დაამარცხა ლინცის "ლასკი" და ორივე გოლი ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ნამატჩევს ჩატარებულ პრეს - კონფერენციაზე შეგირდი მწვრთნელმა გორან ჯურიჩინმა შეაქო:
"მოხარული ვარ, რომ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. გიორგი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და დუბლიც დამსახურებულად შეასრულა".
გიორგიმ კი აღნიშნა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ გამოიჩინა თავი, გახარებულია და უფრო თავდაჯერებული იქნება.