დავით ხოჭოლავა: ყინვაში თამაში ადვილი არ იყო

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის 21-ე ტურში "ზირკასთან" 5:0-ზე მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი "შახტარის" ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ გააკეთა:

"კარგია, რომ გოლი არ გავუშვით. მცველებისთვის ეს მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, მუდამ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი თავდამსხმელები გოლებს გაიტანენ. 5 გოლი მათთვის ზღვარი არ არის. კიდევ ჰქონდათ მომენტები.

რა თქმა უნდა, ამინდმა თამაშში კორექტივები შეიტანა, ადვილი არ იყო ადაპტირება. როგორ ვებრძოლეთ ყინვას? შესვენებაზე სათბურები ("გრელკა") მოგვიტანეს და გავთბით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული