გიორგი ქვილითაიამ "რაპიდი" თასის ნახევარფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის თასის მეოთხედფინალში "რაპიდმა" ვენაში "რიდი" 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩს 28 345-იან "ალიანცზე" 7 200 მაყურებელი დაესწრო. ანგარიში ზედ შესვენებაზე გასვლის წინ პენალტით სტუმრებმა გახსნეს, 75-ე წუთზე ჯოელინტონმა ასევე თერთმეტმეტრიანით საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო 77-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ თავურით დალაშქრა მეტოქის კარი და თავის გუნდს ნახევარფინალის საგზური გაუფორმა.

გათამაშების შემდეგ ეტაპზე აგრეთვე ჩემპიონატის ლიდერი "ზალცბურგი", "მატერსბურგი" და "შტურმი" გავიდნენ. ნახევარფინალების კენჭისყრა ამ უქმეებზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში ლინცის "ლასკთან" 2:0-ზე მოგებულ მატჩში გიორგიმ დუბლი
შეასრულა.

მორიგ შეხვედრას "რაპიდი", ქვეყნის პირველობაზე 4 მარტს სტუმრად "ზალცბურგთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რასაც ვუყურე გუშინ, ის დაკვნა გამომაქვს რომ ქვილითაიას წესიერ პასებს არ აძლევენ და მერე გატანა როგორ უნდა მოთხოვო ფორვარდს. მართალია საქართველოში რომ იყო დაბალი დონეა და ადვილად ქაჩავდა, მაგრამ დიანმოში ფორვარდზე იყო აწყობილი გუნდი, რომ მას პასები მიეღო და გაეტანა, რაპიდში ყველა თავისთვის დარბის, მაინცდამაინც გუნდური კლუბი არეთქმის
pablito
16:33 01-03-2018
0
ძველ ნოკია ლუმიაშიც მშვენივრად ვუყურებ.
ავთო
14:00 01-03-2018
0

სიახლეები პოპულარული