გიორგი ქვილითაიამ "რაპიდი" თასის ნახევარფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის თასის მეოთხედფინალში "რაპიდმა" ვენაში "რიდი" 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩს 28 345-იან "ალიანცზე" 7 200 მაყურებელი დაესწრო. ანგარიში ზედ შესვენებაზე გასვლის წინ პენალტით სტუმრებმა გახსნეს, 75-ე წუთზე ჯოელინტონმა ასევე თერთმეტმეტრიანით საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო 77-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ თავურით დალაშქრა მეტოქის კარი და თავის გუნდს ნახევარფინალის საგზური გაუფორმა.

გათამაშების შემდეგ ეტაპზე აგრეთვე ჩემპიონატის ლიდერი "ზალცბურგი", "მატერსბურგი" და "შტურმი" გავიდნენ. ნახევარფინალების კენჭისყრა ამ უქმეებზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში ლინცის "ლასკთან" 2:0-ზე მოგებულ მატჩში გიორგიმ დუბლი
შეასრულა.

მორიგ შეხვედრას "რაპიდი", ქვეყნის პირველობაზე 4 მარტს სტუმრად "ზალცბურგთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ ვიდეოს ვერ გავხსნი,რისთვისღა დებთ?ან იქმნეწბ ვინმემ იცის,როგორ გავხსNათ და აგვიხსნას?წინასწარ გმადლობთ.
სოსო
12:37 01-03-2018
0
რა სჭირს ბატონებო ამ ვებგვედრს, ვიდეოები ძალიან ხშირად არ იხსნება, რეკლამებს კი გვაყურებიებენ....
besarion
12:07 01-03-2018
0

სიახლეები პოპულარული