"რაპიდს" "ზალცბურგთან" გიორგი ქვილითაიას იმედი აქვს

AutoSharing Option
ზედიზედ ორი მატჩის მოგების შემდეგ, ვენის "რაპიდის" გულშემატკივრები დაიმედებულნი არიან, რომ მათი საყვარელი გუნდი კვირას სტუმრად "ზალცბურგთანაც" მიაღწევს წარმატებას და საქომაგოდ გაყვებიან.

"ზალცბურგი" ჩემპიონატის ლიდერია, მეორე ადგილზე მყოფ გრაცის "შტურმს" 10 ქულით უსწრებს და ევროპა ლიგის 1/16 ფინალში "სოსიედადს" სძლია (2:1, 2:2).

"ზალცბურგის" რიგებში ქვეყნის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი მანუს დაბური გამოირჩევა, რომელმაც 22 შეხვედრაში 16-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, თუმცა "რაპიდის" ფანებს ქართველი თავდამსხმელის გიორგი ქვილითაიას იმედი აქვთ. შეგახსენებთ, მან ბოლო 2 თამაშში 3 გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, მის მიერ ლინცის
"ლასკთან" გატანილი მეორე გოლი ტურში საუკეთესოდ აღიარეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული