"ნორდსიელანდთან" წაგებულ მატჩში დავით სხირტლაძემ პენალტი გაიტანა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის სუპერლიგის 23-ე ტურის დასკვნით მატჩში ქართველების "სილკებორგი" სტუმრად 1:3 დამარცხდა "ნორდსიელანდთან".

ანგარიში დებიუტში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა დავით სხირტლაძემ მალევე გაიტანა პენალტით საპასუხო გოლი. 70-ე წუთზე მსაჯმა "სილკებორგის" მეკარე ტომას ნორგაარდი გააძევა, რის შემდეგაც "ნორდსიელანდმა" 2 გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

სხირტლაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მათე ვაწაძე განაცხადში არ ყოფილა.

მათი გუნდი 27 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა და 5 მარტს "მიდტიულანდს" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული