გიორგი ლორიას "ანჟიმ" "რუბინთან" ფრეს 90+1-ე წუთზე მიაღწია[VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში გიორგი ლორიას მახაჩკალის "ანჟი" საკუთარ მოედანზე ყაზანის "რუბინს" დაუზავდა - 1:1.

შეხვედრაში, რომელსაც 4 500 მაყურებელი დაესწრო, ანგარიში 36-ე წუთზე პოპოვმა გახსნა, რომელმაც აზმუნის გადაცემულ ბურთს მიწაზე დაუშვებლად მიუჩინა ადგილი საქართველოს ნაკრების კიპერის ლორიას კარში და ამ გაშვებულ გოლში მას ბრალი არ მიუძღვის.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ლესკანომ საპასუხო გოლი გაიტანა.

დაღესტნური გუნდი 20 ქულით მე-14 ადგილზეა და 10 მარტს სტუმრად "უფას" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მახარაძეა საჭირო და საბუთებს დრო სჭირდება როგორც ვიცი, რა არ გჭირდებათ?
datuna
11:59 11-03-2018
0

სიახლეები პოპულარული