ნიკა სანდოხაძესთან მწვრთნელს პრეტენზია არა აქვს

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის 22-ე ტურში "კარპატი" ლვოვში 0:3 დამარცხდა "შახტართან". არადა, მასპინძლებმა 55-ე წუთამდე გაუძლეს მეტოქეს და მხოლოდ შემდეგ გატყდნენ. ისევე როგორც წინა შეხვედრაში "ჩერნომორეცთან", ეს მატჩიც შეუცვლელად ჩაატარა ქართველმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ. ნამატჩევს "კარპატის" მწვრთნელს ოლეგ ბოიჩიშინს მის შესახებაც დაუსვეს კითხვა. აი, რა თქვა მან:

"შედეგით იმედგაცრუებული ვარ. არ ვიმსახურებდით ასეთი ანგარიშით წაგებას. შეცდომები დავუშვით, რომელთა გამოსწორება შესაძლებელია. "შახტიორს" გაუჭირდა გამარჯვება.

როგორ შევაფასებ დაცვის ცენტრში სანდოხაძისა და ფედეცკის თამაშს? შეკრებაზე ტანდემში თამაშობდნენ. მათ მიმართ განსაკუთრებული პრეტენზია არა მაქვს".
მკითხველის კომენტარები / 2 /
პატკატის გაკეთება უნდა ისწავლოს, 2 მომენტში არ დაუწვა ბურთს
anti
22:17 05-03-2018
0
მატჩის რაღაც ნაწილს ვუყურე,იმ პერიოდში ნიკა ნორმალურად გამოიყურებოდა.
სოსო
11:46 05-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული