ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკას "ქართველები ევროპის მიღმა" და ამჯერად ყველაზე მსუყე ლუკმას, ყაზახეთის პრემიერლიგას წარმოგიდგენთ.

მოდით, ნუ ვიკამათებთ იმაზე, ყაზახეთი ევროპაა თუ აზია. ყაზახეთის დასავლური ნაწილის ევროპის კონტინენტზე განლაგება ქვეყანას გარკვეულ სიკეთეებს აძლევს. სხვა მხრივ კი, ყაზახეთი აზიური ქვეყანაა, დაწყებული ხალხიდან და დამთავრებული კულტურით.

ცალკე თემაა ის, რომ ყაზახეთი უეფას წევრია და ჩვენდა სამწუხაროდ, მათმა საკლუბო ფეხბურთმა ისეთ მანძილზე ჩამოგვიტოვა, დაწევას კარგა ხანი ვერ შევძლებთ. იმის მესამედი ფული, რაც მათ პრემიერლიგაში იხარჯება, ეროვნულ ლიგაში რომ გამოჩნდეს, შანსი ნამდვილად გვექნებოდა.

დღევანდელი მდგომარეობა
ასეთია ქართულ ფეხბურთში: ვინც შეთავაზება მიიღო ყაზახეთიდან, ყველა წავიდა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ის რად ღირს, 7 ქართველი თამაშობს იქ და ამათგან სამი ნაკრების შეუცვლელი წევრია.

მეც, როგორც სპორტული ჟურნალისტი, ყაზახურ გამოცემებში რეზიუმეებს ვაგზავნი, ამდენი ქართველი თამაშობს იქ, კიდევ რამდენი ითამაშებს და ერთი ქართველი ჟურნალისტი არ სჭირდებათ?

სულ ბოლო ტრანსფერი "აქტობეში" განხორციელდა, ჯაბა ჯიღაურმა ევროპა ლიგიდან პრემიერლიგაში გადაინაცვლა. "აქტობე" წინა სეზონში გასავარდნ ზონას 3 ქულით ასცდა და მე-9 პოზიცია დაიკავა. 

"აქტობე" 51 წლის კლუბია და რუსი ვლადიმირ მუხანოვი წვრთნის. ამ სეზონში ამ კლუბში გადაინაცვლა ყაზახეთის ნაკრების მეკარე დავით ლორიამ, რომელიც წარმოშობით ქართველია.

ყაზახური კლუბი ქართული გუნდებისთვის უხერხული მეტოქეა, საკვალიფიკაციო ეტაპებზე დამარცხებული ჰყავს ორი მატჩის ჯამში: 2010 წელს "ოლიმპი" (2:0, 1:1), 2012 წელს "ტორპედო" (1:0, 1:1) და 2014 წელს "დინამო" (3:0, 1:0).

კლუბი ამავე სახელობის ქალაქის გუნდია, მოსახლეობა 371 546. თამაშობენ ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც 13 200 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

"ყიზილ-ჟარი" წინა სეზონში პირველ დივიზიონში მე-2 ადგილზე გავიდა და ამ სეზონში უმაღლესში დაწინაურდა. ჰოდა, ამ კლუბმა არც აცია, არც აცხელა და ქართველები დაიმატა.

ყაზახეთის პრემიერლიგიდან გავარდნილ "ოკჟტეპესიდან" - გოგიტა გოგუა, გორის "დილადან" - გიორგი ფოფხაძე და უზბეკური "ოლმალიქიდან" - შოთა გრიგალაშვილი.

კლუბს 50-წლიანი ისტორია აქვს და სხვათა შორის, 2014 და 2015 წლებში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ქართველი დავით ჩაგელიშვილი იყო 10-10 გოლით. კლუბს ამჟამად ბულგარელი ნიკოლა სპასოვი წვრთნის.

კლუბის სტადიონი "ქარასაი" 11 000 ადამიანს იტევს და ქალაქ პეტროპავლშია, რომლის მოსახლეობა 201 446 ადამიანია.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ლაშა კასრაძე "სამტრედიიდან" "ჟეტისუში" აღმოჩნდა, რომელმაც წინა სეზონში პირველი დივიზიონი მოიგო და პრემიერლიგაში იასპარეზებს ამ წელს.

"ჟეტისუ" 37 წლის კლუბია და ქალაქ ტალდიყორღანში ასპარეზობს, რომლის მოსახლეობა 129 960 ადამიანია. კლუბს პატარა სტადიონი "ჟეტისუ არენა" აქვს, რომელიც 4 000 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირსა და ჯაბა კანკავაზე ბევრი დაგვიწერია, ორივე კოსტანაის "ტობოლის" ღირსებას იცავს, რომელიც წინა სეზონში მე-5 ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება "ტობოლს", ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კოსტანაის გუნდია, სადაც 231 906 ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის უმეტესობა რუსია. კლუბი 1967 წელს დაარსდა და უეფას რეიტინგში 313-ე ადგილზეა.

კლუბის სტადიონი 8 050 მაყურებელს იტევს. მწვრთნელი ვლადიმერ ნიკიტენკოა. "ტობოლს" ერთადერთხელ აქვს ჩემპიონობა მოპოვებული (2010 წელს) და მას შემდეგ საუკეთესო შედეგი მე-5 ადგილზე გასვლაა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
სულ ფული და ფული,ხორვატიას თურმე ამდენიც რომ არა აქვს,სამაგიეროდ კაცობა აქვთ,ხო მართლა ფულის გამო ბავშვები ვერთამაშობენ,პატრონიანი თუ ხარ,ხეპრეც რომ იყო მაინ გათამაშებენ,მოკლედ ფული არა აქვს ფეხბურთელებს და ფულს ჭამენ ,,სიკეთის"მესვეურები.
ნანა
22 ივლისი 2018 01:18
0
ეგ დრო ცავიდაო რომ ამბობთ...კი არ ცავიდა ჩვენ ვერ ვითარდებით..არ გვყავს მწვრტნელი განატლებული, ფსიქოლოგი ხომ ზედმეტია სერტოდ, ექიმი ჩვენ არ გვყავს და აქედან შედეგი....
eduard zarandia
15 ივლისი 2018 14:10
0
ქართული გენეტიკა, თანამედროვე ფეხბურთელის ნორმატივებს ვერ აკმაყოფილებს.

188სმ 75კგ იანი ბიჭები არ გვყავს (ცოტა ძალიან). 75კგ თუა არის 168სმ და 188სმ თუა 98 კილოა.
ესეთი ბიჭები 11 კმს ვერ გაირბენენ ერთ თამაშში.

სამაგიეროდ ქინჩი და ბარძაყი კი აქვთ მსხვილი და რაგბი და შტანგა გამოუდით. ჭიდაობა ხომ ჩვენია საერთოდ.

ფეხბურთელი თუ ხარ ძმაი 100 მ უნდა გაიქცე 11 წმ-ში და ქვევით. რომელი გაიქცევა აბა? 150კგ შტანგას დაიდებს მხრებზე და ჩაუჯდება რონალდო, ისეთი ფეხი აქვს. ჩვენ? ვერა. მერე რატო ვერ ვთამაშობთო ვამბობთ. ლუკაკოს და ძიუბას შეხედეთ აბა? აღარაა დღეს ის ტანცაობა ფეხბურთი, ადრე პატარა ტანის ხალხი რო თამაშობდა.
ზ.კალორია
04 ივლისი 2018 15:08
4
გენეტიკაა შუაში სწორადაც. ყველა სპორტს თავისი მონაცემები სჭირდება.
თუ გენეტიკა არაა შუაში, რატომ ვერ გვიგებენ ჭიდაობაში გერმანელები, ესპანელები, ფრანგები?
(რინერი ზანგია და შევეშვათ)

მაგ. ესპანელებს საერთოდ არ ჰყავდათ მსოფლიოჩემპიონი ძიუდოში და ახლახანს გახდა 1. და წარმოიდგინე ეს ესპანელიც ქართველი გამოდგა - შერეზადაშვილი.

მადლიერმა ესპანეთმა მისი სახელობის ქუჩაც კი გახსნა (ცნობისთვის ჩვენ ოლიმპიურ ჩემპიონებს არ ვდებთ ამდენ პატივს).

წარმოიდგინეთ 50 მილიონიდან ისტორიის მანძილზე 1 კაცი მოიძებნა და ისიც ქართველი აღმოჩნდა.

ლათინური ამერიკა ესპანელებით და პორტუგალიელებითაა დასახლებული, სადაც არის ფეხბურთი.
(და ევროპული ლიგა არაფერი არაა, ეს შევსება რომ არ ჰქონდეს).

ადრეო? ადრე რომ ფეხბურთი იყო და ყიფიანი რო თამაშობდა და გაზაევი, იმაზე უკეთ მე ვთამაშობ ახლა.
დაანებეთ იმ საბჭოურ ფეხბურთს თავი. ეროვნული ლიგა და შენი დროშით გამოსვლაა ნამდვილი და სულ სხვაა. დინამო ცივი ომის დროს გამოდიოდა როცა რუსეთის ყველა ატომური ქობინი ჰქონდა ევროპას მიშვერილი იმ დროს. გერმანიაც და ინგლისიც ქვეშ ჩაჯმული გამოდიოდა სტადიონზე უკვე (საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი ინგლისელი ლექტორისგან თუ როგორ თხრიდნენ მიწის ქვეშ ინგლისური უჯახები სარდაფს და იმარაგებდნენ წყალს ცივი ომის დროს, ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო დაერტყა საბჭოეთს მათთვის). თქვენც შეადარეთ რა მაშნდელი დინამოს ფეხბურთი ახლანდელს. იმ დინამოს და მაშინდელ ფეხბურთს დღევანდელ ფეხბურთთან საერთო არა აქვს არაფერი. არის ისტორია და პატივი ვცეთ ისტორიას. აი ყიფო რო თამაშობდა ისე უნდა ითამაშონ ეს არის უვიცობა. "ჩაჰკიდა მაღალი ბურთი საჯარიმოში, დარტყმა თავით, მეკარემ მაღალ ნახტომში მოიგერია" თუ "ძოძუაშვილის ტაქტიკა" - ამაზე ამბობთ ადრე მაგრები ვიყავითო?



ზ.კალორია
26 ოქტომბერი 2018 13:28
2
ადრე, ფეხბურთელის გენეტიკა გქონდა და ეხლა არა გაქვს?
მოაზროვნეს!
20 აგვისტო 2018 13:13
1
ყველა გამოხმაურება
ფული არაფერ შუაშია, რა თუ უცხოეთში იყიდი სპორცმენებს და იმით გამოიჩენ თავს გავკარი ეგეთ წარმატებებს, სხვათა შორის თბილისის იმსასიქადულო დინამოში 99,99% ყოველთვის ქართველები თამაშობდნენ და არა მილიონებზე.

ფეხბურთელმა დღეის მდგომარეობით 4-5 ათასი აიღის და იძახდეს ეს რააო ის არც ქართველია და არც პატრიოტი, ბოლოს და ბოლოს მის შრომას თამაში ქვია.
ლევანი
16 მაისი 2018 12:50
0
ფეხბურთს რაც შეეხება, ყველამ ვიცით... ქალაქის სურათებს შეხედეთ, ქუჩების სიმწვანეს, ფართო ქყჩებს, არქიტექტურულ წყობას... და შეადარეთ აქ, ტროტუარებზე აშენებულ სახლებს მარჯანიშვილზე, სადჭაც აღმართულ შუშის უსახო კუბიკებს, საერთოდ რომ არ ჯდება არაფერში... თავი და თავი ჩვენს უწესრიგობაშია,,, ფეხბურთს ბავშვობიდან უნდა თამაში და სწავლა - აქ თუ მშობელს ფული არა აქვს, ბავშვს სექციაშიც ვერ ატარებს, იკარგება ნიჭიერი თაობა, ეგაა და ეგ. ხოდა, ვირჩევთ იქიდან, რაც გვაქვს... აბა, 14-15 წლის ბიჭმა რომ გააგრძელოს ფეხბურთი, საჭმელი მაინც უნდა ჰქონდეს მის ოჯახს საკმარისი...
lia
01 აპრილი 2018 10:25
2
რა რეზიუმე უნდა გაგზავნეთ ქართველი კომენტატორები და უცბად ჩაფლავდება მათი ფეხბურთი, ანუ დააწყვეტენ გულშემატკივრებს ნერვებს,
რაც შეეხება ფულს რა შეჭამეთ გული ამ ფულის თვლით, რაც არ უნდა სტენოთ ფული ამ მოთამაშეებს ვერ თამაშობენ და გინდა შ...ი,
ერთი ფრიად სასიქადულო ჭარმაგი პოეტი (გვარს არ ვასახელებ) დინამოს თამაშს ესწრებოდა (მაშინ დინამოს დაღმასვლა ჰქონდა) ვერ ქაჩავდა საწყალი დინამო, ხალხი კი გაჰყვიროდა მიდით, მიდით თან დედის გინებას აყოლებდნენ, ვეღარ მოითმინა პოეტმა და გვერდზე მჯდომს, რომელიც მთელი ძალით გაჰკიოდა ასე უთხრა ,,ბიძიკო ახლა ჩემმა ნაზიკომ რომ მთელი ღამე მიძახოს მიდი, მიდიო, როცა აღარაფრის თავი არ მაქვს რავა გამომივა რამეო.** ისე, რომ ფული კი არა ნამუსი და სამშობლოს სიყვარულია მთავარი, თორემ ფულით თუ ვარსკვლავებს ჩამოიყვანენ და ისე გახდებიან რაცხას გავკარი მასეთ რაცხას. ჩვენ ჩვენი: ყიფიანები, მაჩაიძეები, გუცაევები,ძოძუაშვილები, დარასელიები, შენგელიები, ჩივაძეები გვინდა თორემ გადამთიელების მოგებული გეიკეთონ ერთ ადგილას.
კოტე
20 მარტი 2018 16:12
1
ავტორს.
სუფთა ქართული გამონათქვამი-აი ჩვენ რომ მაგდენი ფული გვქონდეს...(და ასე შემდეგ).ხოდა გეტყვით ერთ არასასიამოვნო ამბავს-საქართველოში ერთი კაცი მოვიდა, 4 მილიარდი მაქვსო და აგაშენებთო,აგაყვავებთო,თითოს 60 ლიტრა სალიარკას გაჩუქებთო.და რეზულტატი? ქვეყანა მთლად დეზერტირების ბაზრის ნანგრევებს დაემსგავსა,ჯერ რა იყო და ისიც დააპარტახა.თვითონ კი უკვე 5 მილიარდის პატრონი გახდა.მოკლედ მარტო ფული ვერაფრის გადამწყვეტია.ამ ფეხბურთელებს ოდნავ მაინც განათლებული მწთვრელები უნდა ზრდიდნენ და არა გაუნათლებელი ხიხოები.
simartle
18 მარტი 2018 20:12
3
"მათმა საკლუბო ფეხბურთმა ისეთ მანძილზე ჩამოგვიტოვა, დაწევას კარგა ხანი ვერ შევძლებთ. იმის მესამედი ფული, რაც მათ პრემიერლიგაში იხარჯება, ეროვნულ ლიგაში რომ გამოჩნდეს, შანსი ნამდვილად გვექნებოდა."
მარტო ფული??? იქნებ ისიც რომ ჯერ 10 გუნდა 12 გუნდად გადააკეთეს მერე 14 გუნდად და ბოლოს 16 გუნდად. თორე 10 გუნდა იყო სამი წელი და უკვე მე-3 წრეში მუდმივად გავდიოდით. ფული კი არის საჭირო მაგრამ მენეჯმენტიც მნიშვნელოვანია. მარტო ფულით ვერ აქაჩავ. ამიტომ ჩემი აზრით, უახლოეს წლებში სტაბილური 10 გუნდა, სტაბილური თანხა და პლიუს თუ იქნა სწორი მენეჯმენტი, ყაზახეთს გავასწრებთ.
haha
05 მარტი 2018 18:11
3
ლამის შუა სეზონში იშლებოდნენ კლუბები და მაინც ჯიუტად 14 ან 16 გუნდიან ჩემპიონატს ატარებდა ფეფერაცია
Lagashi
05 მარტი 2018 20:10
0
იმის მესამედი ფული, რაც მათ პრემიერლიგაში იხარჯება, ეროვნულ ლიგაში რომ გამოჩნდეს, შანსი ნამდვილად გვექნებოდა - ბოლოს და ბოლო როდის დაწერთ ჟურნალისტები, რომ ფული კი არა ნამუსის და პასუხისმეგბლობის არქონაა ქართული ფეხბურთის (გინდა საკლუბოს და გინდა სანაკრებოს) მთავარი პრობლემა. თუმცა ვინ რა უნდა დაწეროს, ქართულ სპორტულ საიტებზე ხომ ყველაზე პოპულარული სტატიები ნახევრად ეროტიულ-სპორტული სიუჟეტისაა! ხოდა აქ არც სპორტს ეშველება რამე და არც გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული მოთხოვნები
გვეშველება რამე?!
05 მარტი 2018 17:55
2
სოს!ბეგლარიშვილი ესტონეთის ნაკრებში თამაშს აპირებს!
gverda
05 მარტი 2018 16:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული