გიორგი ქვილითაიას ჰეთ-თრიკი და ავტოგოლი "ვოლფსბერგერთან" მატჩში[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში "რაპიდმა" ვენაში 5:1 დაამარცხა "ვოლფსბერგერი". ამ შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე მისივე მონადირებული თერთმეტმეტრიანით ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში მან კიდევ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. თუმცა, 79-ე წუთზე ავტოგოლიც გაიტანა.

გიორგიმ ჩემპიონატის 23 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, ქვილითაიამ 25-ე ტურში ლინცის "ლასკთან" მატჩში დუბლი შეასრულა. ამას გარდა, 1 მარტს მის მიერ 77-ე წუთზე გატანილი გადამწყვეტი გოლით "რაპიდმა" თასზე "რიდს" 2:1 სძლია, ნახევარფინალში გავიდა და 14 აპრილს გრაცში "შტურმს" შეხვდება.

"რაპიდი" 43 ქულით სატურნირო
ცხრილში მე-3 ადგილზეა და 1 აპრილს სტუმრად "მატერსბურგს" ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
კაჭარავას ველოდებით ამ საღამოს
ბაჩო გ
21:59 17-03-2018
0
კარგია ვულოცავ გიორგის და წარმატებები ეს ერთი და სხვა მრავალია :)) ისედა პოკერი შეუსრულებია და არა ჰეთთრიკი, ერთი საკუთარ კარშიც გაუტიანია :)
გიორგი
21:03 17-03-2018
1

სიახლეები პოპულარული