ავსტრიული პრესა გიორგი ქვილითაიას "რაპიდის" ჯოკერს უწოდებს

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში "ვოლფსბერგერთან" მატჩში ჰეთ-თრიკის შემსრულებელ ქართველ ფორვარდს გიორგი ქვილითაიას გვიქებს პორტალი "კურიერი".

კერძოდ, თამაშის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ უკანასკნელ შეხვედრებში გიორგი მწვრთნელის გორან ჯურიჩინის ჯოკერია, ხშირად გააქვს გოლები, ამჯერადაც გამოიჩინა თავი და მატჩის ბედი თავისი გუნდის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ათლეტური გარეგნობის ქართველი მოედანზე ბევრს შრომობს და გუნდისთვის ერთობ სასარგებლოა.

თავად ქვილითაიამ ნამატჩევს განაცხადა, რომ ბოლო 5 თამაშში 6 გოლის გატანამ გაახარა, წინ მიიწევენ, გულშემატკივრები ბედნიერები გახლავან და რაც მთავარია, გუნდი უფრო თვითდაჯერებულია.

"რაპიდის" ლეგენდამ, ავსტრიის ნაკრების
ყოფილმა მეკარემ მიხაელ კონსელმა, რომელიც ამჟამად Sky-ს საფეხბურთო ექსპერტია, თქვა, რომ გიორგი მოხერხებული ფორვარდია და ეს გამარჯვება მისი დამსახურებაა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თანდათან ჩნდება იმედი იმისა, რომ ჩვენი ნაკრებიც იტყვის თავის სიტყვას დიდ ფეხბურთში!!!
ნათია
12:02 18-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული