"გენტის" საიტი - ღირსშესანიშნავი ფაქტი: ჩაკვეტაძემ ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა

AutoSharing Option
Chakvetadze scoort bij internationaal debuut

"გენტის" ოფიციალური საიტი 18 წლის ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის საქართველოს ნაკრებში წარმატებულ დებიუტს ეხმიანება და ლიტვასთან ჩატარებული შეხვედრის ვიდეოსიუჟეტსაც სთავაზობს მომხმარებებელს.

კერძოდ, სტატიაში ნათქვამია, რომ მათი გუნდის რამოდენიმე ფეხბურთელმა ითამაშა ნაკრებში, მათგან ყველაზე უკეთ კი თავი გიორგიმ წარმოაჩინა და ეს კლუბისთვის ღირსშესანიშნავი ფაქტია.

შეგახსენებთ, საფეხბურთო კლუბ „გენტსა“ და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შორის წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მხოლოდ ლიტვასთან მატჩში მიიღო მონაწილეობა და 25 მარტიდან კლუბთან ერთად გააგრძელა ვარჯიში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული