ჯანო ანანიძეს რომში ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს რომის "ვილა სტიუარტის" კლინიკაში ოპერაცია პროფესორმა პიერპაოლო მარიანიმ გაუკეთა - მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინა მყესის პლასტიკა.

ფეხბურთელის კლუბის, მოსკოვის "სპარტაკის" საიტი იტყობინება, რომ ქირურგიულმა ჩარევამ გართულებების გარეშე ჩაიარა.

სარეაბილიტაციო ღონისძიებების გასავლელად ჯანო გარკვეული პერიოდი კლინიკაში დარჩება. მას სავარაუდოდ 6 თვე მოუწევს უქმობა.

შეგახსენებთ, ჯანომ ტრავმა საქართველოსა და ლიტვის ნაკრებების ამხანაგური მატჩის მე-6 წუთზე მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯანო მაგარი კაცი ხაარ.გისურვებ გამოჯამრტელებას,
davit
11:16 29-03-2018
0
საქართველოს აღზევების პერიოდი დადგა...რაგბი,კალათბურთი,სუმო,ჭიდაობა და აგერ ფეხბურთის იმედიც გაჩნდა...მიყვარხართ ქართველებო...
ლევანი
10:38 29-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული