გიორგი ქვილითაიამ "მატერსბურგთან" მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში ქართველი თავდამსხმელის გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" სტუმრად 4:2 დაამარცხა "მატერსბურგი".

გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო (66-ე წუთზე შეცვალეს) და 28-ე წუთზე სტეფან შვაბმა მისი გადაცემით გაიტანა შეხვედრის მესამე გოლი. ქვილითაიამ ქვეყნის მიმდინარე პირველობის 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

"რაპიდი" 46 ქულით მე-3 ადგილზეა და 7 მარტს "სენტ პოლტენს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული