ეს ხოჭოლავას დამსახურებაა - ქართველი პრემიერლიგის 25-ე ტურის სიმბოლურში შეიყვანეს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა, Football24.ua-ს ვერსიით, უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ხოჭოლავამ "ზორიასთან" მოგებულ (3:0) შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

"შახტარმა" ძალიან კარგად ითამაშა "ზორიას" წინააღმდეგ. მასპინძლებს შეტევაში არაფრის შანსი არ ჰქონიათ, ეს კი დავით ხოჭოლავას დამსახურებაა, რომელიც მეტოქეებს შანსს არ აძლევდა.

ის ყოველთვის სწორად არჩევდა პოზიციას და ბურთს მშვენივრად აკონტროლებდა", - ნათქვამია სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ დავით, ღმერთი შენკენ.
gizog
12:24 02-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული