დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტარის" ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია

AutoSharing Option
საიტმა Football24.ua-მ უკრაინის ჩემპიონატის ლიდერების ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა.

რეიტინგი შედგა იქიდან გამომდინარე, თუ  რამდენი ქულა დააგროვეს გუნდებმა მატჩებში, რომლებშიც ეს თუ ის ფეხბურთელები იღებდნენ მონაწილეობას.

ასევე, რეიტინგში მოხვედრილ ფეხბურთელებს აუცილებლად მინიმუმ 15 მატჩში უნდა ჰქონოდათ მონაწილეობა მიღებული.

სასიხარულოა, რომ "შახატარიდან" პირველი ადგილი  დავით ხოჭოლავამ დაიკავა.

როდესაც ქართველი მცველი მოედანზე იყო, დონეცკელები მატჩში საშუალოდ 2.56 ქულას აგროვებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული