ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

შინდაგორიძემ გოლი გაიტანა, "ბალმაზუივაროში" თასის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
უნგრეთის თასის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში ქართველების "ბალმაზუივაროშმა სტუმრადაც სძლია მეორე ლიგის "ბეკესშაბას" 2:1 (პირველი თამაში სახლში 5:0 ჰქონდა მოგებული) და 1/4 ფინალში "დოჟა უიპეშტს" შეხვდება.

ამ შეხვედრაში გოლი ნახევარმცველმა ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა, რომელიც მადიართა ჩემპიონატის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, ბაჩანა არაბული ტრავმირებულია, ხოლო ირაკლი მაისურაძე 73-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.