დავით ხოჭოლავამ "შახტარის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დონეცკის "შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ "ვერესთან" უკრაინის პრემიერლიგის მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა.

"შახტარმა" "ვერესს" სტუმრად 2:0 სძლია. მეორე გოლი ქართველმა მცველმა მარლოსის პასის შემდეგ გაიტანა. პირველი გოლი კი ტაისონის ანგარიშზეა. ხოჭოლავამ მატჩი სრულად ჩაატარა.

ამ გამარჯვების შემდეგ "შახტარს" საჩემპიონო ჯგუფში 63 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას დონეცკელები კიევის "დინამოსთან" შინ გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა კი ვაისმა იდარდოს ვის დააყენებს ნაკრების ძირითადში, რადგან ჩვენ არ გვაქვს გულშემატკივრებს იმის პრობლემა ვინ ითამაშებს, მთავარია ნაკრების დაცვა საუკეთესო იყოს და გოლი არ გავუშვათ, წარმატებები ამ ბიჭს და ყოჩაღ რომ ასეთი გუნდის ძირითადის ფეხბურთელია ცოტა მოითმინოს ივარჯიშოს და დარწმუნებული ვარ ერთ წელიწადში რომელიმე ტოპ ჩემპიონატის გუნდი შეაწუხებს, ამ ბიჭის ჩაკვეტაძის და კვირკველიას ვალდებულებაა რომ ტოპ ჩემპიონატის გუნდებს გაახსენდეთ საქართველო და აქ მოთამაშე ტალანტები. ღმერთი ყველა ქართველის მფარველი იყოს, აღდგომას გილოცავთ.
roma
10:43 08-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული