გიორგი ქვილითაიამ ავსტრიის ჩემპიონატზე მე-7 გოლი გაიტანა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში "რაპიდმა" ვენაში 2:1 სძლია აუტსაიდერ "სენტ პოლტენს.

ამ შეხვედრაში ანგარიში თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანით დედაქალაქელთა ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გახსნა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ეს ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაზე გიორგის მე-7 გოლია.

"რაპიდი" 49 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და 15 აპრილს "აუსტრიას" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული