დავით ხოჭოლავა: გამიხარდა, რომ საჭირო დროს გავიტანე გოლი

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის 26-ე ტურში "შახტარმა" 2:0 დაამარცხა "ვერესი". ამ შეხვედრაში დონეცკურ გუნდში პირველი გოლი გაიტანა ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ. ნამატჩევს მან კომენტარი გააკეთა:

"ძალიან გამიხარდა, რომ საჭირო დროს ასეთი მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. 1:0-ს ვიგებდით და მეტოქე ბევრ სახიფათო მომენტს ქმნიდა.

შეხვედრის ბედის გადაწყვეტა გვიჭირდა და ამის შემდეგ ყველაფერი გაირკვა. ჩვენი მთავარი ამოცანა მუდამ გოლის არგაშვებაა. სულ ვამბობ, რომ ჩვენი შემტევები ნებისმიერ შემთხვევაში გაიტანენ გოლს და დაცვის საიმედო თამაში 3 ქულის გარანტიაა.

მოწინააღმდეგემ პრობლემები შეგვიქმნა. კარგი გუნდია, თავდაცვაც ეხერხება და სწრაფი
კონტრშეტევების განხორციელებაც. ახლა "დინამოსთან" დასაპირისპირებლად მოვემზადებით და იმედია, ისევ არ გავუშვებთ გოლს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული