"გენტის" სპორტული დირექტორი: ყველაფერი ფული არაა და გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენთან დარჩება

AutoSharing Option
ბელგიურმა საიტმა Voetbalprimeur.be-მ "გენტის" მენეჯერისა და ტექნიკური დირექტორის, მიხაელ ლუვაგის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის გიორგი ჩაკვეტაძეზე საუბრობს.

"გენტს" შეუძლია გიორგი ჩაკვეტაძე 2 წლით შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, ის მომავალ სეზონშიც ჩვენს რიგებში დარჩება.

ჩვენ ჩემპიონობისთვის გვსურს ბრძოლა და არ შეიძლება ყოველ წელს გუნდის საუკეთესო მოთამაშეები გაუშვა".

ლუვაგს ჰკითხეს, რას მოიმოქმედებდა, როდესაც მაგალითად, ბელგიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, "ანდერლეხტის" მფლობელი მარკ კოუკე 12 მილიონ ევროს შესთავაზებდა.

"უკვე ვთქვი, რომ ყველაფერი ფული არაა
და გიორგი ჩაკვეტაძე კლუბს არ დატოვებს. ის მხოლოდ 18 წლისაა და ჩვენ მისი კარიერის გეგმა უნდა დავსახოთ.

ჩემი აზრით, ჩაკვეტაძე "გენტში" კიდევ 2 წელი უნდა დარჩეს და როდესაც 20 წლის გახდება, მაშინ შეუძლია წავიდეს", - აღნიშნა ლუვაგმა.

▶ Buffalo TV-მ გიორგი ჩაკვეტაძეს ვიდეოსიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩაკვეტაძეს დინამოში კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი მაინც უნდა ეთამაშა და მერე წასულიყო, ჯერ სულ მთლად ბავშვი იყო ....
დათო რუსთავიდან
23:32 11-04-2018
2
ყოველ დღე უჯდება 40-50K? თუ ყოველ თვე?? ყოველ თვეც არ დაუჯდება მაგდენი. 2 სიტყვას ამბობთ სულ სიუჟეტში და მნიშვნელოვანი სიტყვები მაინც თქვით გარკვევით.
odala
07:19 11-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული