დავით ხოჭოლავას შეცდომა "შახტარს" ძვირად დაუჯდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის ჩემპიონატის 27-ე ტურში "შახტარი" ხარკოვში 0:1 დამარცხდა კიევის "დინამოსთან".

ეს მარტო ტურის კი არა მეორე წრის ცენტრალური შეხვედრა იყო, რომელსაც ხარკოვში, სადაც "მეშახტეები" ატარებენ საშინაო მატჩებს, 26 679 მაყურებელი დაესწრო.

პირველ ტაიმში სტუმრები ფლობდნენ ინიციატივას და გოლი ქართველი მცველის დავით ხოჭოლავას მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად გაიტანეს. მან საჯარიმოს წინ არაზუსტი გადაცემა გააკეთა, ბურთს ვოლოდიმირ შეპელევი დაეუფლა და 15 მეტრიდან მიუჩინა ადგილი ანდრეი პიატოვის კარის ბადეში.

შესვენების შემდეგ დონბასური გუნდი ბევრს უტევდა, მაგრამ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა.

უკრაინულმა სპორტულმა პორტალმა
sportarena-მ დავითის თამაში ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი ბალით - 4.5-ით შეაფასა. არადა, უკლებლივ ყველა სპორტულმა გამოცემამ ხოჭოლავა წინა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. რას იზამ, ხდება ხოლმე და შეცდომისგან არავინ არაა დაზღვეული.

"შახტარი" "დინამოს" ახლა მხოლოდ 3 ქულით უსწრებს და 21 აპრილს ქართველების "ვორსკლას" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კიევის დინამო პრინციპული მეტოქეა შახტარის და ასეთ მატჩში შეცდომა ძვირად დაუჯდება სამწუხაროდ. არ მგონია რომ მწვრთნელი შემდეგ მატჩში მისცემს შანსს.ის რომ ყველას მოსდის შეცდომა ეს არ ამართლებს ამ ბიჭის ასეთ ბავშვურ შეცდომას!
დავით 67
15 აპრილი 2018 17:00
2
რა ქენი გუდუნა ეს?
დათასგან დათას
15 აპრილი 2018 16:57
0
საოცრებებს წერთ, ხალხო.. უშეცდომო ვინაა? ამაზე კარგ მცველებსაც მოსდით საზიზღარი შეცდომები. მანამდე რამდენიმე პენალტი რომ არ დანიშნეს შახტარის კარში, ეს ვერ შენიშნეთ? თავდამსხმელებმა 100%-იანი მომენტები რომ მაზეს, ესეც ხოჭოლავა იყო? მცველისა და მეკარის შეცდომა მეტად ჩანს ხოლმე, იმიტომაა, აქცენტები რომ კეთდება მათზე. თავისი განცდა ეყოფა ამ კაცს. უპასუხისმგებლო მიდგომა არ აქვს საქმისადმი და ნუ ჩაწიხლავთ.
giorgi
15 აპრილი 2018 13:02
0
შეცდომას ყველა უშვებს მაგრამ ხოჭოლავას ძირითადი ჯერ კიდევ არ აქვს გარანტირებული და ასეთ პრინციპულ მატჩში, თანაც ასეთი შეცდომა, უბრალიდ შეცდომა არ არის. იმედია მწვრთნელი დიდ ყურადღებას არ მიაქცევს ამ ამბავს
Lagashi
15 აპრილი 2018 12:58
3
ამასაც ძვირად დაუჯდება! ასეთ თანაშში ასეთ რამეს ალბათ არ აპატიებს მწვრთნელი თუ პირიქით მოხდება გამეხარდება მაგრამ რა გითხრათ! ყველა კლოპი არ იქნება კარიუაივითაც მეორე შანშს ციტა მიიღებს!
გენო
15 აპრილი 2018 11:53
2
დე როსიმ საკუთარ კარში გაიტანა ლიგის მეოთხედფინალში. რა შუაშია სკამის ხეხვა... ყველას აქვს შეცდომა.
A
15 აპრილი 2018 11:22
0
აუ რა უქნია დაუღუპია გუნდი, ასეთი ტექნიკური წუნი ნაკრების ფეხბურთელს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს.
ანესთეზეოლოგი
15 აპრილი 2018 11:08
9
უშეცდომო არავინაა,მათ შორის არც დათა.დათა კი არა ბევრად დიდი მცველები უშვებენ მსგავს და უფრო დიდ შეცდომებს.ასე რომ მიაწექი დათა,მთელ საქართველოს გვეიმედება შენი.
ruslani
15 აპრილი 2018 10:40
0
მოუწევს სკამის ხეხვა აწი და ვერც გაამტყუნებ მწვრთნელს. ეს გულგრილობა უფრო არის ვიდრე შეცდომა. ასეთი შეცდომა საქართველოს ნაკრებში რომ დაუშვას გულშემატკივარი არასდროს არ აპატიებს.
ლუკა
15 აპრილი 2018 04:22
10
ამიტომაც გადაინაცვლებს სკამზე და ღირსიც იქნება....
ასევე
14 აპრილი 2018 22:19
10

სიახლეები პოპულარული